იმ ქვეყნებში, სადაც შედარებით მკაცრი ზამთარი იცის, მათ შორის საქართველოშიც, ავტომფლობელებს შორის დიდი დავაა იმის შესახებ, როგორ გაუმკლავდნენ თოვლს საუკეთესოდ. ზოგს სჯერა, რომ მოლიპულ გზაზე მხოლოდ AWD-ია საკმარისი, ზოგსაც იდეალურ გამოსავლად ზამთრის საბურავები მიაჩნია.

ამაში გასარკვევად, YouTube არხმა Tyre Reviews-მა ორი Mini Countryman-ი Goodyear-ის ზამთრის ტესტზე შეამოწმა. არხის მიხედვით, ორივე მანქანა იდენტურია, განსხვავდება მხოლოდ ფერი, საბურავები და დრაივლაინი (ტრანსმისიის ნაწილი გადაცემათა კოლოფიდან წამყვან თვლებამდე).

თეთრ მანქანას AWD და ყოველსეზონური (ზამთარ-ზაფხულის) საბურავები აქვს, შავ მანქანას კი FWD და ზამთრის საბურავები.

აჩქარების ტესტი ამტკიცებს, რომ ყოველსეზონური საბურავები, ოთხივე წამყვანი თვლის სისტემასთან კომბინაციაში, მანქანას აჩქარების გაცილებით დიდ უნარს აძლევს. აჩქარების ტესტში თეთრმა Mini-მ მარტივად გაიმარჯვა.

მუდმივ რადიუსზე შემობრუნების ტესტში მანქანებმა ერთნაირი დააფიქსირეს განივი ჩაჭიდების თვალსაზრისით. თუმცა, AWD Mini-ს აჩქარება მაშინ შეუძლია, როცა ეს სურს, მაგრამ კუთხით. AWD მანქანების ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობაა გვერდითა მიმართულებით აჩქარების უნარი, რომელთა დამატებითი წამყვანი თვლებიც დამატებით შესაძლებლობებს უზრუნველყოფს მოჭიდების ადგილმდებარეობისა და გამოყენების მხრივ.

თუმცა, არის მნიშვნელოვანი ცნობები, რომლებიც ზამთრის საბურავების უპირატესობაზე მეტყველებს. ზამთრის საბურავების მქონე FWD Mini გაცილებით სწრაფად ჩერდება თოვლსა და ყინულზე, ვიდრე თეთრი მანქანა (AWD). მიუხედავად იმისა, რომ ის კუთხიდან ისე ჩქარა ვერ გამოდის, როგორც თეთრი მანქანა, შენელებისა და კუთხეში შეხვევის უნარი ზამთრის საბურავებიან მანქანას იმავე ეფექტიანობას აძლევს, რაც თეთრ, AWD მანქანას აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ AWD მძღოლებს ზამთარში უპირატესობას აძლევს, ეს მას სულაც არ აქცევს რაიმე აღმატებულად. ოთხივე წამყვანი თვალი შეიძლება უფრო სასიამოვნო იყოს, მაგრამ ნორმალური მართვის გარემოებებში, სადაც შენელება და მართვის პროგნოზირებადობა შეიძლება უფრო გადამწყვეტი იყოს უსაფრთხოებისთვის, ვიდრე აჩქარების უნარი, ზამთრის საბურავები მაინც ფლობს უპირატესობას, მიუხედავად იმისა, რამდენი წამყვანი თვალი აქვს მანქანას.