Audi-მ ქროსოვერ SQ2-ში დიზაინი და ტექნოლოგიები განაახლა; მანქანამ მომხმარებლებამდე შეიძლება 2021 წლის დასაწყისში მიაღწიოს, წინასწარი გაყიდვები კი უკვე გაყიდულია გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

2021 წლის Audi SQ2-ის ფასი გერმანიაში 45 700 ევროდან იწყება. არც SQ2 და Q2 ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის.

უცვლელია 2.0 TFSI ძრავა, რომელსაც ამჯერად 296 ცხენის ძალა აქვს და დაკავშირებულია სტანდარტულ შვიდსიჩქარიან S tronic გადაცემათა კოლოფთან და ოთხივე წამყვანი თვლის სისტემასთან. 100 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 4,9 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია.

რა არის სიახლე?

რვაკუთხა ერთჩარჩოიანი ცხაურა ახალ მოდელში ოდნავ დაბლაა, მისი ფირფიტები კი კარგად ჯდება მანქანის ზოგად დიზაინში. მიუხედავად იმისა, რომ LED ფარები სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი, Audi არჩევითი სახით გვთავაზობს Matrix LED ფარებსაც. LED განათება წარმოდგენილია უკანა მხარესაც.

გვერდებზე, განახლებულ SQ2-ს აქვს ალუმინის მსგავსი სარკის ბუდეები, კიდეების სპოილერი და უკანა დგარის პირები. უკანა მხარეს, ხუთკუთხა პოლიგონი თანდათან ბამპერში გადადის.

2021 წლის SQ2-ს სალონში სტანდარტის სახით აქვს ჰაერის ავტომატური კონდიცირება, სპორტული მულტიფუნქციური საჭე და სპორტული სავარძლები. რაც შეეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მათ შორის არის Audi-ს ვირტუალური კოკპიტი, რომელიც შეგვიძლია სპორტულ რეჟიმზე გადავრთოთ.

იმ შემთხვევაში, თუ მოწინავე საინფორმაციო სისტემას აირჩევთ, მიიღებთ Audi-ს ისეთ სერვისებსაც, როგორებიც არის LTE და Wi-Fi ჰოთსპოტები, სმარტფონთან კავშირი, Audi-ს phone box-ი და Bang & Olufsen აუდიოსისტემები.

და ბოლოს, უსაფრთხოების ფუნქციები. SQ2-ს სტანდარტის სახით აქვს Audi-ს წინა ნაწილის უსაფრთხოების სისტემა და ადაპტური კრუიზ-კონტროლის დამხმარე.