რამდენიმე დღეში შოურუმებში ახალი Ford F-150 გამოჩნდება, იქამდე კი კომპანია აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიერ მანქანისთვის მინიჭებულ რეიტინგებს აქვეყნებს.

3.5-ლიტრიანი PowerBoost V6 თვითდამუხტვადი ჰიბრიდი 430 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ორ წამყვანთვლიან კონფიგურაციას სავსე ავზით 1207 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

ამ ვერსიის წვის მაჩვენებელი ქალაქში 100 კილომეტრზე 9,4 ლიტრია, ავტომაგისტრალზე 9,1 ლ, კომბინირებულად კი 9,4 ლიტრი. რაც შეეხება 4×4 ვარიანტს, EPA-ს რეიტინგით მისი წვის მაჩვენებელი კომბინირებულად 100 კმ-ზე 9,8 ლიტრია და სავსე ავზით 1127 კილომეტრს ფარავს.

გარდა PowerBoost-ისა, რომელსაც საბორტო Pro Power Onboard სისტემით მობილური გენერატორის სახით ფუნქციონირებაც შეუძლია, 2021 წლის F-150 ხელმისაწვდომი იქნება ძრავის ხუთი სხვა ვარიანტითაც. ხაზი მოიცავს 3.3-ლიტრიან Ti-VCT V6-ს, 2.7-ლიტრიან EcoBoost V6-ს, 5.0-ლიტრიან Ti-VCT V8-ს, 3.5-ლიტრიან EcoBoost V6-სა და 3.0-ლიტრიან Power Stroke V6-ს. ყველა მათგანი აღჭურვილია ორ ან ოთხ წამყვანთვლიანი სისტემით. EPA-ს რეიტინგით 4×4 ვერსიების წვის მაჩვენებლები (ზემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით) შეადგენს 11.8/11.2/12.4/11.8/10.2 ლიტრს 100 კილომეტრზე.