Jeep-მა 2021 წლის Cherokee-ს ახალი ვარიანტი შექმნა, რომელსაც Freedom Edition-ი ეწოდა.

მოდელი ეფუძნება Jeep Cherokee Latitude-ს და ხელმისაწვდომია 4×2 და 4×4 ვარიანტებად. უფრო პატარა ვერსიებისგან, ამ SUV-ს რამდენიმე განსხვავებული მახასიათებელი გამოარჩევს.

ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ცვლილებაა სამხედრო ვარსკვლავი კაპოტზე, აშშ-ის დროშა გვერდითა კარებზე, სახურავის პრიალა ზღუდეები, შავი ემბლემა, 18×7.0-ინჩიანი ალუმინის დისკები 225/60 BSW Touring საბურავებით და შავი ცხაურა.

გარკვეული ცვლილებებია ინტერიერშიც, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია შავი სავარძლები თხევადი ტიტანის აქცენტების ნაქარგებით.

გამომდინარე იქიდან, რომ Freedom Edition ეფუძნება Jeep Cherokee Latitude-ს, აღჭურვილია 2.4-ლიტრიანი Tigershark MultiAir ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 180 ცხენის ძალას და 234 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.

4×2 ვარიანტის ფასი 27 705 დოლარიდან იწყება, 4×4-ის კი 29 205 დოლარიდან.