არავინ დავობს, რომ უახლესი Suzuki Jimny ძალიან მძლავრი, ხელმისაწვდომი ოფროუდერია. მაგრამ არსებობს უფრო იაფი ალტერნატივა მათთვის, ვისაც ბიუჯეტური ოფროუდერი სურს.

2021 წლის Lada Niva Legend დიდწილად წარსულის გამოძახილია. 177 წელს შექმნილი Niva მას შემდეგ თითქმის არ შეცვლილა და უპრიანი იქნებოდა, რომ ბრიტანული კლასიკური Land Rover Defender-ის ეკვივალენტად ჩავთვალოთ. რატომ უნდა შევცვალოთ, როდესაც მუშაობს? ალბათ რუსები ამ ლოგიკით ხელმძღვანელობენ.

მანქანა აღჭურვილია 1.7-ლიტრიანი ძრავით, რომელსაც Bosch-ის საწვავის შეფრქვევის სისტემა აქვს და 85 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე 144 კმ/სთ-ია. Niva-ს მართვა ალბათ ზუსტად ისეთივეა, როგორც ათი წლის წინანდელ მანქანას მართავდეთ.

საავტომობილო ჟურნალისტი, YouTube-არხ The Late Brake Show-ს მფლობელი ჯონი სმიტი ამ მანანასთან საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება; ხაზს უსვამს რამდენიმე უცნაურობას, მათ შორის კომიკურად გრძელ გადაცემათა გადართვის ბერკეტს. თუმცა, სალონი არც ისეთი მიწისქვეშა საპყრობილეა, როგორიც შეიძლება წარმოგედგინოთ. აქვს ჰაერის კონდიცირება და რამდენიმე თანამედროვე ტექნოლოგია, მაგალითად, ელექტრო ფანჯრები.

უფრო მნიშვნელოვანი კი ალბათ ის არის, რომ გამოყენებულია მიდგომა — შეაკეთე შენ თვითონ. სწორედ ასე მოიქცა მიმომხილველი, რომელიც ტბორში შესვლისას გაიჭედა და მანქანის მწყობრში მოყვანა შემდეგ თავად მოუწია, რასაც ალბათ სხვა თანამედროვე SUV-ებში ვერ შეძლებდა.

ხელმისაწვდომია რამდენიმე კომპლექტაცია. საწყისია Luxe, რომელსაც ჰაერის კონდიცირება და ელექტრო ფანჯრები აქვს. შემდეგ მოდის Urban კომპლექტაცია, რომელიც არსებითად იგივეა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კოსმეტიკურ განახლებას. Black Special მოდელი სხვადასხვა ფერებშია ხელმისაწვდომი და აქვს სანისლე ფარებიც. Camo და Bronto კომპლექტაციებს აწეული საკიდარი და უფრო განიერი, აგრესიული თვლის თაღები აქვთ.

ბრიტანეთში მოდელის ფასი 23,500 დოლარიდან იწყება.