აშშ-ის ბაზრისათვის განკუთვნილი 2021 წლის Toyota Mirai-ს სრული ტექნიკური მახასიათებლები ცნობილია.
ახალი მანქანა დაშენებულია Toyota-ს GA-L პლატფორმაზე, რამაც ავტომწარმოებელს საშუალება მისცა, სათბობი ელემენტები კაბინის ქვეშიდან მანქანის წინა ნაწილში გადაეტანა. ამან კი მეორე თაობის Mirai-ს სავალი ნაწილის უკეთესი ბალანსი და უფრო ტევადი, ხუთადგილიანი კაბინა მისცა. გარდა ამისა, ახალი განლაგების წყალობით, Toyota-ს სამი მაღალი წნევის წყალბადის ავზის განთავსების საშუალებაც მიეცა.
ავზები T-ს ფორმის კონფიგურაციითაა განლაგებული — ერთი მანქანის იატაკს ქვემოთ, ორი კი უკანა სავარძლებისა და საბარგულის ქვეშ. ამჟამინელი მოდელის ავზები 4,6 კგ წყალბადს იტევდა, ახალი მოელის ავზების ტევადობა კი 5,6 კგ იქნება. გარდა ამისა, უკანა ღერძის თავზე Toyota-მ დაამონტაჟა მაღალო ძაბვის ბატარეები და ელექტროძრავა, რამაც Mirai-ს წონის გადანაწილება 50:50-ზე დააბალანსა.
2021 წლის Toyota Mirai-ს აქვს სათბობი ელემენტები, რომლებიც ამჟამინდელი მოდელის მსგავსად მყარ პოლიმერებს იყენებს, არის უფრო პატარა, მაგრამ აქვს უფრო მეტი სიმძლავრე. 21 პროცენტით პატარაა და 2,9 კგ-ით უფრო მსუბუქია სათბობი ელემენტის DC-DC კონვერტერი. 2021 წლის მოდელში ახალია ლითიუმ-იონური მაღალი ძაბვის ბატარეაც; წინა მოდელი ნიკელ-ლითობის ჰიბრიდულ ბატარეას იყენებდა. ახალი ბატარეა გაცილებით მძლავრი და 2,6 კგ-ით მსუბუქია.
ახალი ძალური აგრეგატი 180 ცხენის ძალას და 300 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. სედანის გარბენის მანძილი სავსე ავზით დაახლოებით 650 კილომეტრია; წინა მოდელისთვის ეს მაჩვენებელი 312 კმ-ს შეადგენდა.