ცოტა ხნის წინ, გერმანიის ქუჩებში ახალი თაობის Audi RS3 სედანი თავის ჰეტჩბეკ „ძმასთან“, RS3 Sportback-თან ერთად შენიშნეს.
ორივე მანქანა ოფიციალური გაშვებისთვის მზად ჩანს, მაგრამ თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მათი დებიუტი წელს შემოდგომაზე შედგება.
ორივე მოდელს საკმაოდ მტკიცე ძარის ტიუნინგ-პაკეტი აქვს, ახალი ბამპერებით, დიდი გვერდითა გარსშემომდენებით, დიდი ფრთებითა და უფრო აგრესიული ფორმის დიფუზორით, ვიდრე A3 სედანსა და Sportback-ს აქვთ. მოდელები ასევე აღჭურვილია ოვალური გამოსაბოლქვი მილებით, დიდი დისკებითა და ჩვეული RS ემბლემებით. სავარაუდოდ უნდა ველოდოთ გამორჩეულ საჭეს, გადაცემათა გადართვის ბერკეტსა და სპორტულ სავარძლებს.
RS3s გამოიყენებს წინამორბედთა 2.5-ლიტრიან ხუთცილინდრიან ძრავას, თუმცა გარკვეული განახლებებით. გავრცელებული ინფორმაციით, საბაზისო მოდელს 414 ცხენის ძალა ექნება, სავარაუდო Performance Edition-ს კი 44 ცხენის ძალა.
ძრავა შეწყვილებული იქნება შვიდსიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და თუ ჭორებს დავუჯერებთ, Haldex-ზე დაფუძნებული ოთხივე წამყვანი თვლის სისტემაც, როგორიც Volkswagen Golf R-ს აქვს. ამ მოდელში, უკეთესი მოხვევისთვის, ამ სისტემას შეუძლია, უკანა მაბრუნი მომენტის 100 პროცენტი კონკრეტული თვლისკენ მიმართოს. თუ მართლაც ასე აღმოჩნდა, ახალ RS3-ს ალბათ დრიფტ რეჟიმიც ექნება.