მიუხედავად იმისა, რომ R35-თაობის Nissan GT-R უკვე ათ წელზე მეტია ბაზარზეა, ავტომწარმოებელმა დაბრკოლების გარეშე გამოუშვა 2022 წლის GT-R Nismo-ც.

მოდელის დებიუტი აპრილში შედგა და ის ხელმისაწვდომი იქნება Special Edition-ის სახით, გამოვა მხოლოდ 300 ეგზემპლარად. ყველა მოდელი უკვე დაჯავშნილია და Nissan-მა შეკვეთების მიღება შეწყვიტა.

Nissan-ის განცხადებით, მომხმარებელთა 99-მა პროცენტმა არჩევანი GT-R Nismo Special Edition-ზე გააკეთა და არა სტანდარტულ მოდელზე.

2022 წლის GT-R Nismo აღჭურვილია 3.8-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავით, რომელიც 592 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მართალია, ეს მაჩვენებლები წინა GT-R Nismo-ებისგან არ განსხვავდება, მაგრამ კომპანია აცხადებს, რომ Special Edition ვარიანტს აქვს სპეციალურად მისთვის დამზადებული დგუშის რგოლები, ბარბაცები, მუხლა ლილვი, მქნევარა, მუხლა ლილვის შკივი და სარქვლის ზამბარები.