თქვენ წინაშეა 2022 წლის Honda Civic პროტოტიპი. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ პროტოტიპს უწოდებენ, თითქმის 99 პროცენტით ასახავს იმას, როგორიც საწარმოო მოდელი იქნება.
მე-11 თაობის Civic-ს Honda-მ სედანის სახე, დაბალი და განიერი დგომი, უფრო დახვეწილი და ბაზარზე გათვლილი დიზაინი მისცა, ვიდრე ამჟამინდელ მოდელს აქვს. Honda-ს განცხადებით, ამერიკის კონტინენტზე ახალი Civic-ი 2021 წლის გაზაფხულზე შევა, ჯერ სედანის სახით, შემდეგ კი მას მოჰყვება Civic ჰეტჩბეკი, Civic Si და Civic Type R.
იაპონური ავტომწარმოებლის დიზაინერებმა ზოგადი სიმაღლე შეამცირეს და ახალ მოდელს „თხელი და მსუბუქი“ დიზაინი მიანიჭეს, რომელიც მოიცავს დაბალ კაპოტსა და წინა ფრთებს, ასევე დაბალ სარტყლის ხაზს (ჰორიზონტალური ხაზი ძარაზე უშუალოდ გვერდითი ფანჯრების ქვემოთ – როგორც ზედა შემინული ნაწილის – ფანჯრებისა და სახურავის ძარას დანარჩენი ქვედა ნაწილისაგან გამომყოფი ელემენტი). წინა მხარეს შენიშნავთ ახალ ზედა ცხაურას და განსხვავებულ ფარებს. დიზაინის სხვა საკვანძო ელემენტებს შორის არის მკვეთრი ჰორიზონტალური საკიდარი და უკანა ნაწილი ახალი გაბარიტული ფარებით. პროტოტიპი გადაწყვეტილია ახალ ფერშიც, რომელსაც მზის ალის მარგალიტს უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ Honda-ს 2022 წლის Civic პროტოტიპის ინტერიერი ჯერ არ უჩვენებია, წარმოგვიდგინა სალონის მონახაზი. აქ კ უკვე ვხედავთ უფრო მინიმალისტურ და ელეგანტურ დიზაინს, ვიდრე ამჟამინდელ მოდელში; მათ შორის არის 9-ინჩიანი საინფორმაციო სისტემა, საზომ ხელსაწყოთა ციფრული ბლოკ და ფიჭისებრი მეში, რომელიც ხელსაწყოთა პანელის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული და მალავს საჰაერო ხვრელებს.
Honda-ს განცხადებით, ახალ Civic-ს ექნება მრავალი ახალი აქტიური თუ პასიური უსაფრთხოების სისტემა, მაგალითად, განახლებული Honda Sensing-ი და მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიები, ახალი დიზაინის აირბაგები. მანქანა ასევე აღჭურვილია Honda-ს Advanced Compatibility Engineering სხეულის სტრუქტურით, რომელიც აუმჯობესებს მგზავრის უსაფრთხოებასა და ამცირებს ქვეითთან შეჯახების რისკებს.
ამ დროისათვის უცნობია ინფორმაცია ძრავისა და გადაცემათა კოლოფის შესახებ.
კომპანის განცხადებით, 2022 წლის Civic-ის წარმოება ჩრდილოეთ ამერიკს ქარხნებში მოხდება, ჰეტჩბეკ კი ინდიანის შტატის ქალაქ გრინსბურგის საწარმოში აიწყობა.