Kia 2022 წლის EV6-ის პირველ თიზერს აქვეყნებს; ეს მოდელი კომპანიის პირველი ელექტრომობილი იქნება, რომელიც ახალ E-GMP პლატფორმას დაეფუძნება.
წარსულში CV-ის სახელით ცნობილი EV6-ის პრემიერა წლის პირველ კვარტალში შედგება და ექნება თამამი დიზაინი, რომელშიც ასახულია Kia-ს ფოკუსირება ელექტრომობილებისაკენ.
EV6-ს ექნება საკმაოდ გაბედული წინა საქარე მინა, რომელიც ხავერდოვნად გადადის დამრეც სახურავში. ასევე ჩანს გარსშემოდენილი ძარა, კარის ჩამალული სახელურები და კუთხური უკანა ფანჯარა.
სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის წვრილი LED ფარები და მძლავრი უკანა თაღები. მოდელის უკანა ნაწილი უნიკალურია — თანმიმდევრობითი მოხვევის ციმციმებითა და გამორჩეული სამუხრუჭე განათებით.
სპეციფიკაციების გამხელისგან Kia ჯერ თავს იკავებს, მაგრამ მოდელს შეიძლება გარკვეული მსგავსებები ჰქონდეს Hyundai Ioniq 5-თან. შედეგად, ალბათ უნდა ველოდოთ 58- და 72,6 კილოვატსაათიან ბატარეებსა, უკანა და ოთხივე წამყვანი თვლის კონფიგურაციებს. სრული ამძრავის ვერსია ორ ელექტროძრავს იყენებს, რომლებიც ჯამში 302 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ოთხივე წამყვანი თვლის ვერსია (სრული ამძრავი) 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 5,2 წამში ავითარებს. წინა წამყვანი თვლების მქონე მოდელს კი უფრო დიდი ბატარეები აქვს და ერთი დატენვით დაახლოებით 480 კმ-ს ფარავს.
გლობალურ ბაზარზე სახელების შერჩევისას Kia-მ მარტივი სტრატეგია არჩია — სახელები EV პრეფიქსით დაიწყება, რასაც მოჰყვება ხაზში მოდელის პოზიციის ამსახველი რიცხვი.