Lexus-მა ევროპაში LC-ის ახალი, სპეციალური გამოშვება წარმოადგინა, სახელად Hokkaido Edition. მოდელი შეზღუდული რაოდენობით გამოვა, გამოირჩევა დიზაინის განსაკუთრებული ელემენტებით და სახელი კუნძულ ჰოკაიდოს პატივსაცემად ეწოდა. იაპონიის ეს კუნძული გამოირჩევა ვულკანებით, მთებით, ტყეებით, ველებითა და ულამაზესი გზებით.
ახალი Lexus LC Hokkaido ხელმისაწვდომია როგორც კუპეს, ისე კაბრიოლეტის სახით, რამდენიმე სხვადასხვა ფერში.
სალონში ნახავთ მუქ ვარდისფერ და შავ ტონებს. ფერების შთაგონების წყარო კუნძულ ჰოკაიდოს ვულკანური ბუნება გახდა.
Lexus LC Hokkaido-ს მყიდველს შეეძლება აირჩიოს ჰიბრიდული V6 ან V8 ძრავა, ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივ LC-ში. LC 500h აღჭურვილია 3.5-ლიტრიანი V6 და ორი ელექტროძრავით, რომლებიც 354 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. უფრო მძლავრი LC 500 კი აღჭურვილია ატმოსფერული 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 471 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
საერთო ჯამში, 2022 წელს გამოვა LC Hokkaido Edition-ის 40 კუპე და 40 კაბრიოლეტი ვერსია, მხოლოდ ევროპელი მომხმარებლებისთვის. ჯერჯერობით უცნობია, გამოუშვებს თუ არა Lexus-ი ამ მოდელს სხვა ბაზრებისთვისაც.