Mercedes-Benz-ი იუწყება, რომ რამდენიმე დღეში ახალი თაობის C-Class-ს წარმოადგენს.
პრემიუმ კომპაქტური მოდელის პრემიერა 23 თებერვალს შედგება, კომპანიის მედიაპლატფორმებზე ლაივსტრიმის სახით.
მართალია, დადასტურებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, 2022 წლის Mercedes C-Class-ს სედანისა და უნივერსალის სახით ვიხილავთ, შემდეგ კი მოჰყვება ვაგონი, სახელად C-Class All-Terrain-ი.
ყველა მათგანი ელექტრიფიცირებულ ძალურ აგრეგატს გამოიყენებს. ეს ხაზი ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ როგორც გავრცელებული ინფორმაცია გვაფიქრებინებს, ოჯახი შეიძლება მხოლოდ ოთხცილინდრიანი მანქანებისგან შედგებოდეს — დაბალ ვერსიებში მაილდ-ჰიბრიდული სისტემით, ხაზის მოწინავე მოდელებში კი დატენვადი ჰიბრიდის სისტემით. გერმანული ავტომწარმოებელი სავარაუდოდ გეგმავს როგორც ბენზინის, ისე დიზელის ძრავებს ელექტრული დამხმარეთი.
პირველ რიგში შეიძლება ვიხილოთ C300 წინა და უკანა წამყვანი თვლების არჩევის შესაძლებლობითა და 250 ცხენის ძალით. თანდათან მას შეუერთდება დატენვადი ჰიბრიდი და C63-იც, რომელსაც სავარაუდოდ 2.0-ლიტრიანი PHEV ძრავა ექნება 500 ცხენის ძალით.