Mercedes-Benz-მა 2022 წლის C-Class-ი წარმოადგინა და ალბათ არც არავის გაკვირვებია, რომ ვიზუალით ის საკმაოდ ჰგავს წინამორბედებს. თუმცა, ეს ნაცნობი ძარა უფრო დიდ მანქანას მალავს ახალი ოთხცილინდრიანი ძრავითა და S-Class-ით შთაგონებული დიზაინით.

ერთი შეხედვით, C-Class-ი წინამორბედისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, მაგრამ როგორც იტყვიან, ეშმაკი დეტალებშია. წინა მხარეს შენიშნავთ მოღუშულ ფარებს და ფართო ცხაურას, რომელიც Mercedes-ის სედანების მთლიან ხაზში გვხვდება, A-დან to S-Classes-მდე. ნაცნობია თხელი და განიერი უკანა გაბარიტული ფარებიც. კაპოტზე ორი ამოზნექილობაა, სახურავი კი ოდნავ უკან, საბარგულისკენ არის დახრილი. მთლიანობაში მანქანა უფრო დიდია, 6,35 ინჩით გრძელი, დაახლოებით 1,27 სანტიმეტრით განიერი და 2,54 სანტიმეტრით გრძელი თვლების ბაზით.

რაც შეეხება ინტერიერს, იქ დაგხვდებათ ახალი, გამორჩეული გარემო და ზოგადად ცოტათი უფრო მეტი სივრცე. სალონი აშკარად ახალი S-Class-დან არის გადმოღებული, მსგავსია მაჩვენებელთა დაფა და პორტრეტული ორიენტაციის ცენტრალური სენსორული ეკრანიც. თუმცა, ყველაფერი უფრო მცირე მასშტაბისაა, ვიდრე S-Class-ში. მაჩვენებელთა დაფა 12,3-ინჩიანია, საინფორმაციო დისპლეი კი 11,9-ინჩიანი. ტექნოლოგიურ მახასიათებლებს შორის არის დამატებითი რეალობის კამერა-დისპლეები, სისტემური განახლების უნარი, გარემომცველი განათება, დისპლეების მრავალი თემა და მანქანის პერსონალურ პარამეტრებთან და ინფორმაციასთან თითის ანაბეჭდით წვდომა.

ახალი C-Class-ი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელიც ძველი მოდელის მსგავსად 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა დაკავშირებულია 48-ვოლტიან სტარტერ/გენერატორთან, რომელიც 20 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-96 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 5,9 წამში ავითარებს, წინა მოდელში ეს მაჩვენებელი 5,7 წამი იყო. მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს უკანა ან 4Matic ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა, მაგრამ რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ამ შემთხვევაში ერთადერთი არჩევანი ცხრასიჩქარიანი ავტომატიკაა. განახლებულია საკიდრის სისტემაც.

ახალი C-Class-ი ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება. ფასების შესახებ გაყიდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ AMG ვარიანტებსაც.