Mercedes-ს SL როდსტერის ექსტერიერი ჯერ სრულად არ წარმოუდგენია, მაგრამ უკვე ვიცით, რომ მას ეკლდება ერთი ისეთი მახასიათებელი, რომელსაც ეს კომპანია ჯიუტად უწევდა პოპულარიზაციას მრავალი წლის განმავლობაში.

გასაშლელ-დასაკეცი ხისტი სახურავები 1930-იანი წლებიდან არსებობს და წლების განმავლობაში ჩნდებოდა ისეთ მანქანებზე, როგორებიც არის თუნდაც Ford Skyliner-ი და Honda CR-X Del Sol-ი. 1996 წელს Mercedes SLK-მა ეს მახასიათებელი ნამდვილ სიგიჟედ აქცია.

გასაშლელ-დასაკეცი ხისტი სახურავი დაცულ მანქანასა და ტრადიციულ კაბრიოლეტს შორის გადართვა-გადმორთვას სულ რაღაც ერთ ღილაკზე დაჭერით გვთავაზობდა.

უკვე 2000 წლისთვის, გასაშლელ-დასაკეც ხისტ სახურავებს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი იყენებდა საკუთარ კაბრიოლეტებში. თუმცა, მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ამასობაში კროსოვერების გადარჩენილ კაბრიოლეტთა უმეტესი ნაწილი დასაკეცი ქსოვილის სახურავებით აღიჭურვა, მათ შორის Mercedes-იც, რომელმაც SLK 2020 წელს მოკლა და უახლეს SL-ზე გადაერთო.

რატომ? იმიტომ, რომ ავტომწარმოებლებმა გააცნობიერეს, რომ გასაშლელ-დასაკეცი ხისტი სახურავის სარგებელი არ აჭარბებს გარდაუვალ უარყოფით მხარეებს. პირველ რიგში, დასაკეცი ხისტი სახურავი მძიმეა და ავტომწარმოებლები დღეს აქტიურად ეძებენ არასაჭირო წონისა და CO2-ის გამოყოფის შემცირებას.

გარდა ამისა, ნამდვილი საშინელებაა გასაშლელ-დასაკეცი ხისტი სახურავის შეფუთვა. 2006 წელს ამას ბრწყინვალედ გაართვა თავი Mazda-მ, თავის MX-5 მოდელში. ამ მანქანის სახურავი სავარძლებს უკან ვერტიკალურად იშლება. თუმცა, უმეტესობა მაინც ჰორიზონტალურად იკეცება უკანა გადასაშლელის ქვეშ, იკავებს დიდ ადგილს და ამცირებს საბარგულის სივრცეს.

ზოგიერთმა ავტომწარმოებელმა, მაგალითად Volkswagen-მა ამას კარგად გაართვა თავი Golf-ის EOS-ად გარდაქმნით.

დღეისათვის, გასაშლელ-დასაკეცი ხისტი სახურავის მქონე კაბრიოლეტები იშვიათია და ძირითადად წარმოდგენილია იტალიური სუპერმანქანების სახით; დღემდე ასეთი დიზაინი აქვს ისეთ სპორტული მანქანებსაც როგორებიცაა Mazda MX-5 RF, Ferrari Portofino და Chevrolet Corvette.

მოხარული ხართ კაბრიოლეტი კუპეების დაბრუნებით? თუ უფრო რაღაც სხვას ისურვებდით?