მომავალ Nissan 400Z-ს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ იაპონურ ბრენდს წარსულის დიდების დაბრუნებაში დაეხმაროს. თუ ცხენის ძალისა და მაბრუნი მომენტის რიცხვები მართლაც Project Cars 3-ისაა, შეიძლება ადვილად დაჯაბნოს Toyota Supra-ც.

ცნობილია, რომ 400Z-ს 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავა ექნება, იგივე, რაც Infiniti Q60 Red Sport 400-ს აქვს. ამ მოდელში ძალური აგრეგატი კარგია 400 ცხენის ძალისა და 474 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტისთვის, მაგრამ Project Cars 3-ის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, მას 444 ცხენის ძალა აქვს. ამ მანქანის წონა 1475 კილოგრამია, ანუ უფრო მსუბუქი, ვიდრე Toyota Supra და Nissan 370Z.

ვიხილავთ თუ არა მართლაც ასეთ რიცხვებს? ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ მართლაც ასეა, მივიღებთ ძლიერ ამაღელვებელ მანქანას, რომლითაც ბრენდი Nissan-ი კიდევ ერთხელ შეახსენებს თავს მსოფლიოს.

Nissan 400Z-ს კომპანია მიმდინარე წელს წარმოგვიდგენს.