2022 წლის Nissan Frontier PRO-4X-ს ყველა ის ინგრედიენტი აქვს, რაც ბრწყინვალე პიკაპისთვის არის საჭირო. საავტომობილო YouTube-არხ The Straight Pipes-ს მისთვის შესაფერისი ადგილის მიკუთვნების შანსი მიეცა.

უახლესი თაობის Frontier-ი წინა მოდელთან შედარებით დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. წარმოადგენს და ხუთი ინჩით უფრო გრძელია. საინტერესოა, რომ უცვლელი დარჩა მისი თვლების ბაზა. აღჭურვილია ექსკლუზიურად იმავე 3.8-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელსაც 310 ცხენის ძალა აქვს.

ძრავა დაკავშირებულია 9-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. მიმომხილველები კოლოფს დიდად აქებენ და შენიშნავენ, რომ მექანიკურ რეჟიმში ყოფნისას სიჩქარეებს ის სწრაფად და რბილად რთავს.

PRO-4X ბაზარზე პოზიციონირებს როგორც Frontier-ის უფრო ოფროუდზე ფოკუსირებული და სტანდარტის სახით აქვს ელექტრონულად ბლოკირებადი დიფერენციალი, Bilstein-ის ოფროუდ ამორტიზატორები, ძარის ქვეშ კი მოცურების საწინააღმდეგო ფირფიტები. აღჭურვილია Dana-ს უკანა ღერძით.

მოდელის ფასი აშშ-ში 27,840 დოლარიდან დაიწყება.