წინა კვირაში გავრცელებული თიზერების შემდეგ, 2022 წლის Nissan Note Aura Nismo უკვე ოფიციალურად წარსდგა საზოგადოების წინაშე; გაყიდვები იაპონიაში სულ მალე დაიწყება.
Note Aura Nismo-ს ჩვეულებრივი მოდელისგან მყისიერად გამოარჩევთ დიზაინით, რომელიც Nissan-ის Formula E სარბოლო მანქანისას ეფუძნება. შედეგად, წინა დაბოლოებაზე ნახავთ წითელში გადაწყვეტილ Nismo-ს გამყოფს. მანქანა აღჭურვილია ალუმინის 17-ინჩიანი დისკებით, სარკეების წითელი ხუფებით, წითელი გვერდითი გარსშემომდენებით და აგრესიული უკანა ბამპერის საფარით, რომელიც მოიცავს გამორჩეული ბამპერისა და დიფუზორის პაკეტს.
ცვლილებები სალონშიც გრძელდება. მათ შორის არის სავარძლები ტილოსა და ხელოვნური ტყავის ნაზავით; სავარძლებზე ამოქარგულია Nismo-ს ლოგო.
Note Aura Nismo აღჭურვილია იმავე e-Powe სისტემით, რომლითაც ჩვეულებრივი მოდელი — 1.2-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავით, რომელიც გენერატორის როლს ასრულებს და ორი ელექტროძრავით, რომლებსაც თვლები მიჰყავს. გამოიმუშავებს 134 ცხენის ძალას. მოდელს მართვის სამი რეჟიმი აქვს, მათ შორის არის Nismo რეჟიმი, რომელიც გამოირჩევა უკეთესი შეპასუხებითა და აჩქარებით; დანარჩენ ორი რეჟიმია Normal Mode და Eco Mode.
Nissan-ის განცხადებით, Note Aura Nismo-ს უნიკალური ექსტერიერის დიზაინი ასევე მატებს მიმჭერ ძალას, რაც მანქანას მეტ სტაბილურობას მატებს მაღალ სიჩქარეზე. მანქანას ასევე აქვს საკიდრის უნიკალური კონფიგურაციაც.