2021 წლის ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე Porsche-მ 718 Cayman GT4 RS წარმოადგინა, 718 ხაზის პერფორმანს ფლაგმანი, რომელიც დიდი ალბათობით, ამჟამინდელი თაობის ბოლო მოდელი იქნება, რომელიც შიგაწვის ძრავით არის აღჭურვილი.

718 Cayman GT4 RS-მა საკუთარი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა ნიურბურგრინგზე, სადაც ის 23.6 წამით უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე GT4. როგორ მიაღწიეს Porsche-ს ინჟინრებმა წარმადობის ასეთ დონეს? შევეცდებით, აგიხსნათ.

GT4 RS აღჭურვილია შუაში ჩაყენებული ატმოსფერული 4.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავით, რომელიც 493 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და აქვს 9000 rpm. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ოდნავ სუსტია 503 ცხენის ძალის მქონე 911 GT3-ზე, მაგრამ მნიშვნელოვნად სჯობნის 414 ცხენის ძალიან Cayman GT4-ს.

GT4-ისგან განსხვავებით, რომელიც მექანიკურ ვერსიადაც გამოუშვეს, GT4 RS-ს ექსკლუზიურად მხოლოდ შვიდსიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის PDK გადაცემათა კოლოფი აქვს. თუმცა, მძღოლს სიჩქარეების ხელით გადართვა მაინც შეუძლია გადამრთველით ან ცენტრალურ კონსოლზე დამონტაჟებული ღილაკით.

დამატებით 79 ცხენის ძალას და ნაკლებ წონას შესამჩნევი ეფექტი აქვს შესრულების რიცხვებზე. შედეგად, Cayman GT4 RS-ი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 3,2 წამში ავითარებს, 0,5 წამით უფრო სწრაფად, ვიდრე Cayman GT4. გაზრდილია მაქსიმალური სიჩქარეც — 315 კმ/სთ.

ვიზუალურად, 718 GT4 RS ერთი შეხედვითვე განსხვავდება ჩვეულებრივი GT4-ისგან, რაც მასიური უკანა ფრთისა და გედის ყელის დიზაინის დამსახურებაა. ასევე აქვს ორი RS-სპეციფიკური ჰაერმიმღები ფანჯრების უკან.

დრამატულ იერს უფრო ამძაფრებს გამოკვეთილი წინა გამყოფი, NACA-სტილის ჰაერმიმღები კაპოტზე, მორგებადი წინა დიფუზორი და განახლებული ძარისქვეშა/უკანა დიფუზორი. ყველა ამ ცვლილების წყალობით, GT4 RS-ი 25 პროცენტით მეტ მიმჭერ ძალას გამოიმუშავებს, ვიდრე GT4.