2016 წელს Rolls Royce-მა ახალგაზრდა, თვითდაჯერებული კლიენტების მოზიდვაზე გააკეთა აქცენტი, რისთვისაც ქვებრენდი Black Badge შექმნა; მის ქვეშ თავდაპირველად გამოუშვა Wraith კუპე და Ghost სედანი.
ხუთი წლის განმავლობაში, გაყიდული ყოველი ოთხი Rolls Royces-დან ერთი Black Badge-ია; Ghost-ს ახლა უკვე მეორე თაობა აქვს.
კომპანიის განცხადებით, Ghost Black Badge განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც რაღაც განცალკევებული სურს, ყოველგვარი ზედმეტი დიზაინისგან თავისუფალი. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფერი კომპანიის უკვე არსებული 44 000 ფერიდან ან საკუთარი შესთავაზოთ, მაგრამ მყიდველთა უმეტესობა მოდელისთვის სპეციფიკურ შავ საღებავს ირჩევს.
მწარმოებელი ამბობს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე შავი საწარმოო მანქანა იქნება, რომელსაც 45 კგ საღებავი ექნება, რასაც ელექტროსტატიკურად დამუხტულ ძარას ორ ფენად წაუსვამენ, შემდეგ კი ხელით გაუკეთებენ პოლირებას. სრულ პროცესს ხუთი საათი დასჭირდება.
შავშია გადაწყვეტილი ცხაურა და სალონის დეკორატიული დეტალებიც; 21-ინჩიანი დისკები 44-ფენიანი ნახშირბადის ბოჭკოსგან არის შექმნილი. განათებულ ხელსაწყოთა პანელზე მხოლოდ სიბნელის დროს ჩნდება 850 ვარსკვლავი.
მანქანა აღჭურვილია 6.75-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V12 ძრავით, რომელიც 591 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 0-100 კმ/სთ სიჩქარეს კი 4,6 წამში ავითარებს.
მანქანის ფასი 393,500 დოლარიდან იწყება.