Subaru-ს ქვებრენდ Wilderness-ის ოჯახს მეორე წევრი ჰყავს — Outback-ს უკვე შეემატა პოპულარული Forester-ის ახალი ვერსია.
2022 წლის Forester Wilderness-ს უკვე იხილავთ Subaru-ს კანადური საიტის ჩამონათვალში; იქვეა საბაზისო ინფორმაცია სტანდარტული მოდელისგან განსხვავებების შესახებ.
უფრო დიდი ვაგონი „ძმის“ მსგავსად, Forester Wilderness-ი უფრო სახეტიალო ტიპისაა. აქვს უფრო ძლიერი გარსი, გაზრდილია კლირენსი, 17-ინჩიან დისკებს კი ყველგანმავალი საბურავები ამშვენებს.
მწარმოებელი ინტერიერის მხოლოდ რამდენიმე არასრულ კადრს აქვეყნებს, მაგრამ აშკარაა, რომ Forester-ი Outback Wilderness-ს ბაძავს მრავალი სხვადასხვა სტანდარტული აღჭურვილობით; მათ შორის არის საინფორმაციო სისტემის 8-ინჩიანი დისპლეი და Subaru-ს EyeSight უსაფრთხოების სისტემა. სავარძლებზე გადაკრულია წყალგაუმტარი მასალა მუქი აქცენტებით.
გამოცემა Carscoops-ის ცნობით, მანქანა აღჭურვილია 2.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ატმოსფერული ოპოზიტური ძრავით, რომელიც 182 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა დაკავშირებულია უსაფეხურო გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას ოთხივე თვალს აწვდის.
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოში გაკეთებული განაცხადის მიხედვით, Forester Wilderness-ის წვის მაჩვენებელი ქალაქში 9,4 ლიტრი იქნება 100 კმ-ზე, ტრასაზე 8,4 ლ, შერეულად კი 9,04 ლიტრი.