Tundra-მ განახლებული, სრული ზომის პიკაპი Tundra წარმოადგინა.

ის ამჟამინდელ მოდელს ჩაანაცვლებს, რომელიც უკვე 13 წელია ბაზარზეა; ახალ მოდელს ორმაგი ტურბო ჰიბრიდული V6 ძრავა ექნება.

აღსანიშნავია, რომ ის Tundra-ს პირველი თაობა იქნება, რომელსაც V8 ძრავა არ აქვს. მის ნაცვლად, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება ორ სხვადასხვა V6 ძრავას შორის მოუწევს.

საბაზისო ძრავა ბენზინის 3.5-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 -ია, რომელიც 389 ცხენის ძალას და 649 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. დაკავშირებულია 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. ეს ძრავა გამოყენებულია Toyota Land Cruiser 300 Series მოდელებშიც.

Tundra-ს ფლაგმანურ ძრავას Toyota სახელად i-FORCE MAX-ს უწოდებს და მომავალში, სწორედ მას ვიხილავთ LandCruiser ჰიბრიდშიც.

ეს ძრავაც იმავე 3.5-ლიტრიან ორმაგ ტურბო V6-ს იყენებს, მაგრამ დამატებული აქვს ძრავა-გენერატორი და 288V-იანი ნიკელ-ლითონის ჰიბრიდული ბატარეის წყება, რომელიც უკანა სავარძლების ქვეშ არის მოთავსებული.

ჰიბრიდული ძალური აგრეგატის მთლიანი სიმძლავრე 436 ცხენის ძალა და 790 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტია.

დაქოქვისას იყენებს მხოლოდ ელექტროენერგიას, მოძრაობისას კი ენერგიას პარალელური ჰიბრიდული კომპონენტებით გამოიმუშავებს.

Toyota-ს განცხადებით, ასეთი ჰიბრიდული ძალური აგრეგატები მაქსიმალური წარმადობისა და ეფექტიანობისათვის არის შექმნილი.

ახალ Tundra-ს აქვს ძლიერ მტკიცე კორპუსი, ფოლადის კარკასი, ალუმინით გაძლიერებული კომპოზიტური საფუძველი და ახალი, ცილინდრული სპირალური უკანა ზამბარა საკიდარი.

მანქანის მასა 5443 კილოგრამია, ტვირთის ოდენობა კი 880 კგ.

პნევმატიკური საკიდარი ბუქსირებას უფრო ამარტივებს და მეტ მოქნილობას ჰმატებს.

Toyota-ს განცხადებით, მანქანის ექსტერიერში გამოყენებულია „ურთიერთდამოკიდებული“ დიზაინის ენა, რათა გამოხატოს მანქანის სიძლიერე და უნარიანობა.

სალონში სტანდარტის სახით ნახავთ საინფორმაციო სისტემის 8-ინჩიან სენსორულ დისპლეის Apple CarPlay-სა და Android Auto-ს თავსებადობით, შესაძლებელია 14-ინჩიანი დისპლეის არჩევაც. იქვეა მაჩვენებელთა 12,3-ინჩაინი ციფრული დაფაც.

მოდელში სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი Toyota-ს უახლესი უსაფრთხოების სისტემა Safety Sense 2.5, რომელიც მოიცავს:

  • ავტონომიურ საგანგებო მუხრუჭს ქვეითებისა და ველოსიპედისტების ამოცნობის სისტემით
  • ადაპტურ კრუიზ კონტროლს
  • ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელს
  • ზოლის შენარჩუნების დამხმარეს
  • ავტომატურ შორ განათებას
  • საგზაო ნიშნების ამომცნობს
  • უხილავი ზონების მონიტორინგს
  • უკანა ტრაფიკის გამაფრთხილებელს

ახალი თაობის Tundra ხელმისაწვდომია ოთხი სხვადასხვა სტილის ძარით. მათ შორის: ორკარიანი მოდელი, Double Cab და CrewMax-ი.

რაც შეეხება კომპლექტაციებს — SR, SR5, Limited, Platinum, 1794, TRD Pro და TRD Sport.

Toyota ვარაუდობს, რომ ახალი Tundra-ს გაყიდვების 75 პროცენტი სტანდარტულ V6 ძრავაზე მოვა, 25 პროცენტი კი ჰიბრიდზე.

ამ ეტაპზე უცნობია საწვავის მოხმარების მაჩვენებლები.

მოდელის წარმოება აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოს ქარხანაში მოხდება.