შენიშნვა: სტატია შეიცავს გამოცემა CarScoops-ის მიერ შექმნილ დამოუკიდებელ ილუსტრაციებს, რომლებიც 7-Series-ის მალულად გადაღებულ პროტოტიპებზე დაყრდნობით არის შექმნილი.
2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი დებიუტი BMW 7-Series-ის მეშვიდე თაობაა, მდიდრული სედანი, რომელმაც მიუნხენური კომპანიის ისტორიაში ყველაზე მოწინავე მახასიათებლები უნდა შემოგვთავაზოს. უფრო მეტიც, ისტორიაში პირველად, შიგაწვის ძრავიან მოდელებთან ერთად ვიხილავთ სრულად ელექტრო ვარიანტს, სახელად i7-ს.
უკვე არაერთი მალულად გადაღებული ფოტო ვიხილეთ და შესაბამისად, მოდი, შევეცადოთ კამუფლაჟების ქვეშ შევიხედოთ და მიმოვიხილოთ ყველაფერი, რაც ამ მოდელის შესახებ არის ცნობილი.
მძლავრი ექსტერიერი, რომელიც შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ
როგორც მომავალ BMW XM ქროსოვერში ვიხილეთ, ახალ 7-Series-ს აქვს საკამათო, მაგრამ უდავოდ უნიკალური ახალი იერი, რომელიც მოიცავს გაყოფილ ფარებს და თირკმლისებრ ცხაურას, რომელიც ამ სერიაში ამ დრომდე უდიდესია. მოგწონთ თუ არა, მისი თამამი იერი მოდელს აშკარად გამოარჩევს Mercedes-Benz-ისა და Audi-ს კონკურენტებისგან.
სხვა დეტალებს შორის არის ნიჟარის მსგავსი კაპოტი, თხელი ზედა DRL-ები და თვალშისაცემი ქრომირებული ჩანართები. გვერდითა პროფილი ძირითადი პროპორციებით კლასიკური BMW-ია. წინისგან განსხვავებით, უკანა ნაწილის დიზაინი შედარებით მოკრძალებულია, აქვს L-ის ფორმის გაბარიტული ფარების ბლოკი და კუთხური ქვედა ბამპერი.
ინტერიერი, ეკრანები, ეკრანები და კიდევ ეკრანები
დაივიწყეთ Mercedes-Benz-ი და მისი Hyperscreen-ი — BMW-ს აქვს 31 ინჩიანი 8K Theater ეკრანი, რომელიც ჭერიდან დაბლა იშლება. ის უკანა მგზავრებისთვის განკუთვნილ ბილბორდს ჰგავს და აღჭურვილია Bowers-ისა და Wilkins-ის 4D აუდიოსისტემით, 5G კავშირითა და Amazon Fire-ით.
მძღოლის წინ ნახავთ 14,6-ინჩიან ციფრულ, მოხრილ მაჩვენებელთა დაფას და საინფორმაციოს სისტემას, რომელიც BMW-ს მე-8 თაობის iDrive-ზე მუშაობს; მანქანას აქვს ელექტროქრიმირებული პანორამული ლუქი და ციფრული რეჟიმები სალონის პერსონალიზებისთვის.
CLAR-ზე დაფუძნებულ 7-Series-ს ასევე ექნება სტანდარტული პნევმატიკური საკიდარი, ნაზად დახურვადი კარები და მე-3 დონის ავტონომიური მართვის ტექნოლოგია.
ელექტრიფიცირებული ვარიანტები
შემოთავაზებულ იქნება ელექტრიფიკაციის მრავალი ფორმა, მაილდ ჰიბრიდებითა და დატენვადი ჰიბრიდებით დაწყებული, სრულად ელექტრო პროპულსიით დამთავრებული. თუ BMW Blog-ს დავუჯერებთ, B58 ორმაგი ტურბინა, 3.0-ლიტრიანი ერთრიგა ძრავა მრავალგვარ ჰიბრიდიზაციას განიცდის. 7-Series-ის ასორტიმენტში უნდა ველოდოთ ორტურბინიან 4.4-ლიტრიან V8 ძრავას ელექტროძრავთან ერთად, რომლებიც ჯამში დაახლოებით 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.
სრულად ელექტრო i7 აღჭურვილია ორი ელექტროძრავითა და 120 kWh ბატარეით. შედეგად, ერთი დამუხტვით მან 700 კმ უნდა დაფაროს. მიუხედავად ამისა, BMW ჯერ ზუსტ რიცხვებს არ ასახელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია სამძრავიან ვარიანტზეც მუშაობს, რომელსაც 740 ცხენის ძალა ექნება.
კონკურენტები და დებიუტი
7-Series-ის უახლოესი კონკურენტები იქნებიან Mercedes-Benz S-Class, Bentley Continental Flying Spur, Genesis G90 და Audi A8, სრულად ელექტრო ვერსიას კი კონკურენცია მოუწევს Mercedes-Benz EQS-სთან,, Tesla Model S-თან და Lucid Air-თან.
ოფიციალური დებიუტი უახლოეს თვეებში შედგება, წარმოება კი წლის ბოლოსკენ დაიწყება.
თქვენ რას ფიქრობთ 7-Series-ის შესახებ? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.