საშუალო ზომის პიკაპები ძირითადად მეორეხარისხოვან ადგილზე იყო, უფრო დიდი და მძლავრი თანამოძმეების ჩრდილში. თუმცა, ეს ასე აღარ არის, რადგან ავტომწარმოებლები უკვე სერიოზულად უყურებენ ერთ დროს უგულებელყოფილ სეგმენტს.

ეს უკვე აშკარაა მას შემდეგ, რაც თვალს შეავლებთ 2023 წლის Chevrolet Colorado-ს, რომელიც ეფუძნება იდეას „მეტი“. მეტი სიმძლავრე, შესაძლებლობა, ინოვაცია და ტექნოლოგია.

თითქმის ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Chevrolet-მა მეორე თაობის Colorado წარმოადგინა 2013 წლის ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე. მას შემდეგ, მოდელმა უხეში ესთეტიკა მიიღო, ვიზუალურად უფრო „დაკუნთული“ გახდა.

2023 წლის Colorado იყენებს Silverado-ს გარკვეულ ელემენტებს, მაგრამ არა ზედმეტად და შენარჩუნებული აქვს საკუთარი, უნიკალური იდენტობა. ამიტომ, Chevy-ს საშუალოზომიან პიკაპს აქვს ვიწრო ფარები და გამორჩეული ცხაურა.

სალონში მრავალ თანამედროვე ტექნოლოგიას შეხვდებით; სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი 8-ინჩიანი მაჩვენებელთა ციფრული დაფა და 11,3-ინჩიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც Google-თან არის ინტეგრირებული.

მომხმარებელს ასევე დახვდება ახალი ოფროუდ პერფორმანსის დისპლეი — მნიშვნელოვანი საინფორმაციო აპლიკაცია, რომელიც რეალურ დროში გვაწვდის ინფორმაციას მანქანის შესახებ.

თანამედროვე ხელსაწყოთა დაფას თან ახლავს ახალი ცენტრალური კონსოლი.

მოდელი აღჭურვილია 2.7-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელსაც ასევე იყენებს Silverado.

ხელმისაწვდომი იქნება ძრავის სამი სხვადასხვა ვერსია; საწყისი დონის ძრავს 237 ცხენის ძალა ექნება.

საშუალო დონის ძრავა სტანდარტის სახით იქნება Trail Boss-სა და Z71-ში, ასევე ხელმისაწვდომი იქნება WT-სა და LT -ში. აქვს 310 ცხენის ძალა.

და ბოლოს, Colorado ZR2-ს ექნება 2.7-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავა, რომელიც 310 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვერსიაა, სამივე ძრავა დაკავშირებულია მეორე თაობის რვა-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან.

2023 წლის Chevrolet Colorado ეფუძნება ახალ პლატფორმას, რომელსაც 3,338-მილიმეტრიანი თვლების ბაზა აქვს.