მაღალი ბრუნის მქონე, მოტორსპორტზე დაფუძნებული V8 ძრავით აღჭურვილი 2023 წლის Chevrolet Corvette Z06 ნამდვილად სერიოზული პერფორმანს მანქანა იქნება; ახლახან გავრცელებული ფოტოები ცხადად მიუთითებს, რამდენად სწრაფია ის.

Corvette Forum-ის ერთ-ერთმა წევრმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა დისპლეის ნიშნისთვის გადაღებული ფოტო, რომელი მიუთითებს, რომ Corvette Z06-მა 96 კმ/სთ სიჩქარე 2,6 წამში განავითარა, მეოთხედი მილი კი 10,6 წამში დაფარა. ასეთი რიცხვები Chevrolet-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ეს რიცხვები დაახლოებით მართლაც ემთხვევა იმას, რასაც ახალი Corvette Z06-ისგან უნდა ველოდეთ. შედარებისათვის გეტყვით, რომ სტანდარტული C8 Corvette Stingray 96 კმ/სთ-ს 2,9 წამში ავითარებს, მეოთხედ მილს კი 11,2 წამში ფარავს. თუმცა, როგორც დამოუკიდებელი ტესტირება მიუთითებს, შესაძლებელია ამ მაჩვენებელთა გაუმჯობესებაც.

ახალი Corvette Z06 აღჭურვილია 5.5-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით, რომლის ერთსიბრტყიანი მუხლა ლილვიც 623 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს უზრუნველყოფს. შედეგად, ის საწარმოო მანქანებში გამოყენებული ყველაზე მძლავრი ატმოსფერული ძრავაა ისტორიაში. აქვს ალუმინის დგუშები, ტიტანის ბარბაცები, ორმაგი დროსელ-საფარების კორპუსები და უჟანგავი ფოლადის გამომშვები კოლექტორები. ძრავა დაკავშირებულია რვასიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან, რომელიც უკანა თვლებს მართავს.

ფასს Chevrolet ჯერ არ ასახელებს, მაგრამ სავარაუდოდ, მოდელის ფასი $85,000 – $95,000-დან დაიწყება.