Ford F-150 Raptor-მა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ მისი ფასი 68 675 დოლარია და ალბათ, მომხმარებელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელ ოცნებად დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელმა უკვე გამოუშვა ოფროუდზე ფოკუსირებული უფრო საოცარი პიკაპები, მათ შორის F-150 Tremor-ი, ახალი F-150 Rattler-ით ის ახალ, საწყისი დონის სეგმენტში შედის.
მწარმოებლის განცხადებით, ის განკუთვნილია თავგადასავლების მაძიებელი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ ელეგანტურ მანქანას ოთხივე წამყვანი თვლით; მოდელი ეფუძნება F-150 XL-ს და აქვს ოდნავ განახლებული ექსტერიერი. მომხმარებელს შეეძლება რამდენიმე სხვადასხვა ფერის არჩევა.
განახლებებია სალონშიც. დიზაინერებმა ბრინჯაოსფერი დეტალები დაიტანეს ცენტრალურ კონსოლზე, მაჩვენებელთა დაფაზე და კარის პანელებზე. უდაბნოს თემატიკა Onyx-ის სავარძლებშიც აისახა, რომლებსაც ბრინჯაოსფერი აქცენტები და ნაქარგები აქვს.
ხელმისაწვდომია ძრავათა სხვადასხვა ასორტიმენტი; მათ შორის არის 2.7-ლიტრიანი EcoBoost V6, რომელიც 235 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 5.0-ლიტრიანი V8, რომელსაც 400 ცხენის ძალა აქვს. მომხმარებელს ასევე შეეძლება აირჩიოს 3.5-ლიტრიანი EcoBoost და 3.5-ლიტრიანი PowerBoost ძრავები.
2023 წლის F-150 Rattler-ი ბაზარზე შემოდგომით გავა და ფასებიც იქამდე ცოტა ხნით ადრე გახდება ცნობილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ F-150 XL ამჟამად 29,990 დოლარიდან იწყება, Rattler-ი სავარაუდოდ უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს.