წინა თვეში, როდესაც მიუნხენში Mercedes-Benz EQE წარმოადგინეს, უკვე ვიცოდით, რომ AMG რაღაც სპეციალურს, სრულად ელექტრო სედანზე დაფუძნებულს ამზადებდა. დებიუტიდან სულ მალე, საზოგადოებრივ ქუჩებში შენიშნეს EQE 53-ის პროტოტიპი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ჯაშუშმა ფოტოგრაფებმა თითქმის შეუნიღბავი პროტოტიპი გამოიჭირეს, რომელსაც AMG-ის დიზაინის ყველა სპეციფიკური მახასიათებელი ემჩნევა.

მალულად გადაღებულ უახლეს ფოტოებზე EQE 53-ის ვიზუალი პირველად ჩანს, ვხედავთ, რომ მანქანას დისკი/საბურავის სამი სხვადასხვა კომბინაცია აქვს. სპორტულ ელექტრო სედანს აქვს ხუთსხივიანი ახალი დისკები, რომლებიც საკმაოდ აგრესიულად გამოიყურება.

AMG-ის დიზაინის ძარის პაკეტი ასევე მოიცავს უფრო აგრესიულ წინა ბამპერს სპორტული ჰაერმიმღებებით, რომლებიც EQE AMG Line-ის იდენტური უნდა იყოს. ცხაურა დაფარულია, მაგრამ სავარაუდოდ, მას განსხვავებული კონფიგურაცია აქვს და შეიძლება ჰქონდეს ქრომის ვერტიკალური ფირფიტები, უფრო დიდი EQS 53-ის მსგავსი.

უკანა სპოილერი ოდნავ დიდი ჩანს, მაგრამ კამუფლაჟით არის დაფარული და სრულად დანახვა შეუძლებელია.

Mercedes-AMG EQS 53-მა გზა მოუმზადა EQ ხაზის პერფორმანს ვარიანტებსა და პატარა, მაგრამ მონათესავე EQE 53-იც ამ გზას გაუყვება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიუხედავად იმისა, რომ ის იმავე პლატფორმას ეფუძნება და დიდი ალბათობით, ნაწილებიც დიდი და უფრო ძვირიანი „ძმისგან“ იქნება ნასესხები.

სავარაუდოდ, EQE 53-ს ექნება AMG-სპეციფიკური ელექტროძრავები ორივე ღერძთან, უფრო აგრესიული კონფიგურაცია და ადაპტური პნევმატიკური საკიდარი, კერამიკის მუხრუჭები. სავარაუდოდ, სიმძლავრე EQS 53-ზე უფრო ნაკლები იქნება, რათა AMG შემოთავაზებებისგან განსხვავდებოდეს. ამ უკანასკნელს სტანდარტის სახით 549 ცხენის ძალა აქვს, AMG Dynamic Plus პაკეტს კი 751.

Mercedes-AMG EQE 53-ის დებიუტი სავარაუდოდ მალე შედგება. წარმოება კი 2022 წლის შუა თვეებში უნდა დაიწყოს, EQE ვარიანტებთან ერთად.