თქვენ წინაშეა 2023 წლის Mercedes-AMG GT 63 და GT 63 S 4-Door Coupe. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცვლილებები ვერ შენიშნოთ, განახლებები ნამდვილად განხორციელდა. GT 4-ის განახლებული ხაზი აშშ-ში წლის ბოლოს გამოჩნდება.

GT 63-ის და GT 63 S-ის ექსტერიერის დიზაინში Mercedes-AMG-ის დიზაინერებმა წინა ბამპერი ამჟამინდელ ფლაგმან GT 63 S E Performance-ისგან გადმოიღეს. შედეგად, გარე ჰაერმიმღებები ოდნავ განიერია.

გარდა ამისა, Mercedes-მა GT 63 და GT 63 S 4-Door მოდელები მყიდველის გემოვნებაზე ისე მორგებადი გახადა, ვიდრე ოდესმე. მაგალითად, ხელმისაწვდომია მრავალ სხვადასხვა ფერში. მყიდველს სხვადასხვა კომბინაციის არჩევა შეეძლება.

განახლება შეეხო სტანდარტულ AMG Ride Control+ საკიდრის სისტემასაც. აწყობა ეფუძნება Mercedes-Benz-ის Air Body Control საკიდარს და აქვს ელექტრონულად კონტროლირებადი და მორგებადი ამორტიზატორები.

სისტემა ასევე მოიცავს საკიდრის კონტროლის განყოფილებას, რომელიც აანალიზებს მონაცემებს, მათ შორის აჩქარების ინფორმაციას და ბორბლების სენსორებს, რათა თითოეულ თვალს სულ რაღაც მილიწამებში, ავტომატურად მოარგოს ამორტიზატორის ძალა.

ცვლილებები არ შეხებია ძრავებს. ორივე მოდელი აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბოჩაბერვიანი V8 ძრავით, რომელიც GT 63-ში 575 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. GT 63 S-ში კი მისი სიმძლავრე 630 ცხენის ძალაა.