უმეტეს ჩვენგანს Porsche-ს გაგონებაზე პირველ რიგში მისი საოცარი სპორტული მანქანები გვახსენდება, თანამედროვე 911 და 718, თუ ისტორიული 918 ან 959. მიუხედავად ამისა, Macan-ი უჩუმრად გახდა შტუტგარტული კომპანიის საუკეთესოდ გაყიდვადი მოდელი. ამჯერად, Porsche-მ 2023 წლის მოდელის ახალი კომპლექტაცია წარმოადგინა, Macan T, რომელიც მსუბუქი ქროსოვერის მსგავსი იქნება.
აღჭურვილია იმავე 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელიც 261 ცხენის ძალას გამოიმუშავებს; ძრავა დაკავშირებულია შვიდ-სიჩქარიან PDK გადაცემათა კოლოფთან.
სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი Porsche Traction Management (PTM) და აქტიური საკიდრის მენეჯმენტის (PASM) სისტემები. ეს უკანასკნელი ყოველთვის შთამბეჭდავ ტექნოლოგიას წარმოადგენდა, მაგრამ მისგან ალბათ Macan T უფრო იხეირებს, ვიდრე S და GTS, რადგან ახალი მოდელის ძრავა უფრო პატარაა და ცოტასაც იწონის, ვიდრე V6.
ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საბაზისო Macan-ი 54 900 დოლარი ღირს, Macan T-ს ფასი ალბათ რამდენიმე ათასი დოლარით მეტი იქნება.