ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი სედანი რამდენიმე განახლებას მიიღებს — Toyota-მ 2023 წლის Camry შექმნა.

ვინაიდან მერვე თაობის მოდელი უკვე „პენსიაზე გასვლას“ უახლოვდება, ამ წლის ცვლილებები მცირეა და დიდწილად განახლებულ Nightshade Edition-ზეა ფოკუსირებული.

Nightshade კომპლექტაცია ხელმისაწვდომი იქნება Camry SE მოდელების სახთ, წინა და ოთხივე წამყვან თვლიანი, ასევე ჰინრიდული ძალური აგრეგატებით. აქვს 19-ინჩიანი ალუმინის დისკები ბრონზისფერი აქცენტებით.

Nightshade Edition-ი გამოირჩევა TRD-ით შთაგონებული წინა ცხაურით, სპორტული საკიდრითა და შავი ემბლემით. უკანა მხარეს ნახავთ შავ სპოილერს და სარკის თავებს.

2023 წლის Camry-ში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეიმჩნევა, მაგრამ კომპანია ადასტურებს, რომ ის სამი სხვადასხვა ძრავით იქნება ხელმისაწვდომი. 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი 206 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 3.5-ლიტრიანი V6 კი 301 ცხენის ძალას.

ბევრს ასევე დააინტერესებს Camry ჰიბრიდი, რომლის წვის მაჩვენებელიც მწარმოებლის მიხედვით ქალაქში არის 21.68 კმ/ლ, ავტომაგისტრალზე 22.53 კმ/ლ, კომბინირებულად კი 22.11 კმ/ლ. მოდელს 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა, ორი ელექტროძრავა და ლითიუმ-იონური ბატარეების კომპლექტი აქვს. ჯამში გამოიმუშავებს 208 ცხენის ძალას.