992-თაობის Porsche 911 GT3 არის სპორტული მანქანა, რომელსაც საავტომობილო ინდუსტრია მოულოდნელად ელოდება. Top Gear-ის წამყვან კრის ჰარისს ცოტა ხნის წინ მანქანის დათვალიერების ექსკლუზიური უფლება მისცეს.
Top Gear-ის მიერ გამოქვეყნებული 40-წუთიანი ვიდეო მთლიანად საყურებლად ნამდვილად ღირს, მაგრამ თუ ახალი მანქანის ნახვა გსურთ, შეგიძლიათ გადაახვიოთ 28-ე წუთზე, როდესაც Porsche-ს GT დანაყოფის ხელმძღვანელი ანდრეა პრენინგერი მანქანას გადაფარებულ ფარდას აძრობს და წარმოგვიდგენს კაშკაშა ცისფერ ავტომობილს გასაოცარი ახალი წინა და უკანა ბამპერის საფარებით.
წინა მხარეს, ახალი GT3-ს აქვს განსხვავებული ბამპერი შავი ზონებით ვრცელი ცხაურის გარშემო. კაპოტზე არის ორი ნახვრეტი. ეს კონკრეტული GT3 დგას ახალ დისკებზე, რომელსაც რგოლის გარშემო ლურჯი ზონარი გასდევს. უკანა მხარეს გამოირჩევა დიდი ფრთა შავი ზედა და გვერდითა დაბოლოებებით; იქვეა სპოილერი და შავი დიფუზორი.
911 GT3 აღჭურვილი იქნება ატმოსფერული 4.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავის გაძლიერებული ვერსიით, რომელიც 991.2-თაობის 911 Speedster-შიც არის წარმოდგენილი. ცხენის ძალისა და მაბრუნი მომენტის მაჩვენებლები ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, მას 510 ცხენის ძალა ექნება. მომხმარებლებს შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ ექვსსიჩქარიან მექანიკურ და ორმაგი გადაბმულობის PDK გადაცემათა კოლოფებს შორის.