რამდენიმე თვის წინ, Jaguar F-Pace 2021 წლისთვის განახლდა; ამჯერად, ფლაგმან F-Pace SVR-ის ჯერი დადგა.

ამჟამინდელი მოდელის მსგავსად, ახალ SUV-ს აქვს 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა 542 ცხენის ძალით. ძრავასთან დაკავშირებულია ZF-ის რვასიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და მოთხოვნითი მაბრუნი მომენტის ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა; შედეგად, SUV-ი 96 კმ/სთ სიჩქარეს 3,8 წამში ავითარებს, წინა მოდელზე სამი-მეათედი წამით უფრო სწრაფად. მაქსიმალური სიჩქარე 286 კმ/სთ-ია.

Jaguar-ის ინჟინრები მანქანის დინამიკური მართვის რეჟიმზე ფოკუსირდნენ, რათა მიეღოთ უფრო სწრაფი პასუხი გაზის პედალზე, უფრო დაჭიმული საკიდარი, ოპტიმიზებული საჭე და გაემუჯობესებინათ გამონაბოლქვის მაჩვენებლები. 2021 წლის Jaguar F-Pace SVR ასევე აღჭურვილია Dynamic Launch ფუნქციით, რომელიც სიჩქარეების შეცვლისას თვლებზე ენერგიის შესანარჩუნებლად ტრანსმისიის ინერციას იყენებს.

გაუმჯობესებულია ამორტიზატორების სისტემა, რაც დაბალ სიჩქარეზე უფრო კომფორტული მგზავრობის საშუალებას იძლევა. განახლდა მასიური მუხრუჭები და მათი გაგრილების სისტემაც.

შეცვლილია მანქანის წინა და უკანა ბამპერის საფარები. დიზაინის საკვანძო განახლებებს შორის არის LED ფარები Double J დღისით მოძრაობის ფარებთან ერთად, ვრცელი ამოზნექილობა კაპოტზე და წვრილხაზოვანი უკანა გაბარიტული ფარები.

მრავალი ცვლილება შეეხო სალონსაც. მათ შორის არის ახალი, საზომ ხელსაწყოთა 12,3-ინჩიანი ციფრული დაფა და 11,4-ინჩიანი მოღუნული საინფორმაციო სისტემა, რომელიც ავტომწარმოებლის უახლეს Pivi Pro სისტემაზე მუშაობს და აქვს გამარტივებული მენიუ.