არავინ იცის, რამდენად რეალური იყო ინტერნეტში აქამდე გაჟონილი Outlander-ის ფოტოები. თუმცა, კომპანია ამჯერად ოფიციალურ თიზერ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მართლაც ძალიან ჰგავს აქამდე გავრცელებულ ფოტოებზე ასახულ მანქანას.

იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, ახალი Outlander- პირველად აშშ-ში, კანადასა და პუერტო-რიკოში გამოჩნდება 2021 წლის თებერვალში, შემდეგ კი მალევე გავა სხვა საერთაშორისო ბაზრებზე.

ახალი Outlander იაპონური ტერმინის, „I-Fu-Do-Do“-ს იდეალით შეიქმნა, რაც ავთენტურსა და დიდებულს ნიშნავს. Mitsubishi-ს განცხადებით, მისი ექსტერიერის დიზაინი დახვეწილი იქნება, „მძლავრი და ამაყი“ წინა ნაწილითა და ახალი თაობის Dynamic Shield დიზაინის კონცეფციით.

დიზაინის ეს ენა ასახვას ჰპოვებს Mitsubishi-ს სხვა სამომავლო პროდუქტებზეც, შესაბამისად, მოგწონთ თუ არა მის გულშემატკივრებს, ადრე თუ გვიან მასთან შეგუება მოგიწევთ.

თიზერი ფოტოს ცოტა გაკაშკაშების შემთხვევაში შედარებით მეტი რამ ჩანს, მაგრამ დიზაინის დამატებითი დეტალებისთვი უკეთესად ჩანს ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გაჟონილ ფოტოებზე. ახალ თიზერ ფოტოზე აშკარად კარგად ჩანს 2022 წლის Outlander-ის LED ფარები, განსაკუთრებით უკან.

„Outlander-ი კომპანიის საკულტო SUV-ია და შესაბამისად, როცა ჩვენ შემდეგი თაობის მოდელს ვქმნიდით, შთაგონება ავიღეთ ჩვენი SUV-ების მდიდარი მემკვიდრეობიდან, რათა შეგვექმნა თამამი და საიმედო დიზაინი მყარი პოზიციით, რაც ჩვენს მომხმარებლებს აღაფრთოვანებს. ახალი Outlander-ი პირველი მოდელია, რომელშიც ოპტიმიზებულია Mitsubishi-ს ახალი თაობის დიზაინი და ჩვენი დიზაინის სტრატეგია “, — ამბობს Mitsubishi-ს დიზაინის განყოფილების გენერალური მენეჯერი სეიჯი ვატანაბე.

უფრო მეტ ინფორმაციას Mitsubishi-ს ახალი წლის შემდეგ გაავრცელებს, მანქანის ონლაინ-პრეზენტაცია კი თებერვალში შედგება.