ევროპისვ 2021 წლის ავტომობილის ტიტულისთვის 29 კანდიდატი იბრძოლებს. ყველა მათგანი ახალი მანქანაა, რომლებიც ახლა იყიდება ან წლის ბოლომდე შევა სულ მცირე ხუთ ევროპულ ბაზარზე.

კანდიდატების სია საკმაოდ მრავალფეროვანია და მასში იხილავთ როგორც Citroën C4-ს, Dacia Sandero-ს, Fiat 500-ს, Ford Explorer-სა და Kuga-ს, Honda e-სა და Jazz-ს.

კარგი პოზიციები აქვს Hyundai-ს, რომლის i10, i20 ან Tucson-იც შეიძლება წლის მანქანაც გახდეს. თუმცა, მათი მეტოქეები იქნებიან Cupra Formentor-ი, Kia Sorento, Mazda MX-30, Peugeot 2008, Seat Leon და Skoda Octavia. მთავარი ნაკადის კანდიდატებს შორის არის Toyota Mirai და Yaris-იც, ისევე, როგორც Volkswagen Golf-ი და ID.3.

ამ მოდელებს კონკურენცია მოუწევთ უფრო პრემიუმ კლასის მანქანებთან, მაგალითად, Audi A3-თან, Land Rover Defender-თან და Polestar 2-თან. BMW-ს მხოლოდ ორი კანდიდატი ჰყავს წარმოდგენილი — 2-Series Gran Coupe და 4-Series. Mercedes კი ოთხი მანქანის იმედი აქვს, რომელთა შორისაც არის GLA, GLB, GLS და S-Class-ი.

სია შთამბეჭდავია, მაგრამ რამდენიმე დღეში ის გაიცხრილება და დარჩება მხოლოდ 7 ნომინანტი; ეს მოკლე სია 8 იანვარს გახდება ცნობილი, გამარჯვებული კი 1 მარტს გამოვლინდება.

2020 წლის მანქანა ამა წლის 2 მარტს, ჟენევის მოტორშოუზე დასახელდა და ეს ტიტული Peugeot 208-ს ერგო.

გთავაზობთ 2021 წლის კანდიდატების სრულ სიას. თქვენ რომელ მათგანს მიანიჭებდით ევროპის წლის ავტომობილის ტიტულს?