BMW-მ აშშ-ში 2-Series Gran Coupe-ს დიაპაზონი გააფართოვა — დაამატა წინა წამყვანი თვლების მქონე ვერსია. ეს ასეთი სისტემის პირველი სედანია, რომელიც BMW-მ ამერიკელ მომხმარებელს შესთავაზა.

ახალი 228i sDrive Gran Coupe ახალი საწყისი დონის მოდელია. მისი საბაზრო სახელი 228i xDrive Gran Coupe იქნება და ფასი 35 700 დოლარიდან დაიწყება.

ოთხივე წამყვანი თვლის სისტემაზე მომუშავე მისი „ძმის“ მსგავსად, აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელიც 228 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა შეერთებულია რვასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. იმის გამო, რომ ენერგია ახლა მხოლოდ წინა თვლებს მიეწოდება, 0-96 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 6-ის ნაცვლად ახლა 6,3 წამში ავითარებს.

გამოცემა CarsDirect-ის ცნობით, წვის მაჩვენებელი ცოტა გაუმჯობესებულია და 100 კმ-ზე 8,4 ლიტრს შეადგენს.

2-Series Gran Coupe-ს დიაპაზონის სათავეში მოქცეულია M235i xDrive, რომლის ფასიც 45 500 დოლარიდან იწყება. აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით, რომელიც 301 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და დაკავშირებულია რვასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და xDrive AWD-სთან. 0-96 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 4,6 წამში ავითარებს, სიჩქარის ზედა ზღვარი კი ელექტრონულადაა შეზღუდული და 250 კმ/სთ-ს შეადგენს.

BMW-ს აშშ-ის ხაზის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი X1 sDrive28i-ია, რომლის ფასიც ახალი sDrive28i Gran Coupe-სას 300 დოლარით ჩამორჩება და 35 400 დოლარიდან იწყება; აღჭურვილია იმავე ძრავით, მექანიკური კოლოფით და მისი წამყვანი თვლებიც წინაა.