მსოფლიოს გარშემო თავის მარხილის საზიდად სანტა კლაუსი აქამდე ირემს იყენებდა, მაგრამ 2020 წელს მისი გარაჟი Lexus HX Sleigh კონცეპტით განახლდა.
კონცეპტის შექმნისას, Lexus-ს დიზაინერთა შთაგონების წყარო გახდა ამჟამინდელი მოდა და მარხილი, რომელშიც სანტა რაც შეიძლება ბევრ ბარგს ჩატევს. საკმაოდ გასაოცარია კონცეპტის წინა ნაწილი, სადაც ნახავთ ლამაზ ცხაურას, ვიწრო ფარებს და დღისით მოძრაობის კუთხურ LED ფარებს.
გლუვი სტილი გვერდებზეც გრძელდება — დამრეცი საქარე მინა, უხილავი კარის სახელურები და ციცაბო წინა დგარები.
უკანა ნაწილში აშკარაა, რომ სანტამ მარხილის შექმნისას განახლებული Lexus IS-ით იხელმძღვანელა და გადმოიღო მისი ტევადი საბარგული და უკანა გაბარიტული ფარები. იქვე ნახავთ საჰაერო-რეაქტიული ძრავებს, რომლებზეც მარხილი მუშაობს.
HX Sleigh კონცეპტი Lexus-მა ასევე აავსო ლამაზი ფუფუნების საგნებით, რომლებიც სანტას ძლიერ ესაჭიროება. მაგალითად, კლიმატის კონტროლი კისრის გათბობის სისტემით, სენსორული დისპლეი საჰაერო ტრაფიკის კონტროლის სისტემით და Mark Levinson-ის აუდიო სისტემა, რომლითაც სანტას თავის საყვარელი საშობაო სიმღერების მოსმენა შეეძლება.