ინტერნეტში მომავალი McLaren Sabre-ს პირველი ფოტოები ვრცელდება და როგორც ჩანს ის სრულად იდენტურია იმ რენდერებისა და საპატენტო ფოტოებისა, რომლებიც აქამდეც ვრცელდებოდა.

პორტალ KRN speed-ის ცნობით, ყვითელი Sabre ეკუთვნის Instagram-ის მომხმარებელსა და მანქანების კოლექციონერ @ye11ow-ს, რომელსაც McLaren-ის ყველაზე ექსკლუზიურ მანქანათა ფლობის ისტორია აქვს; მის კოლექციაშ ასევე შედის P1, a Senna, Senna GTR და Speedtail-ი. გარდა McLarens-ებისა, @ye11ow ასევე ფლობს სხვადასხვა ძვირადღირებული მწარმოებლის მრავალ სპეციალურ და შეზღუდული რაოდენობის მანქანას, მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე, რაც მის კოლექციაში ზღვაში წვეთია — Pagani Huayra BC, Ferrari LaFerrari, Ferrari Enzo, Ferrari F60 America, Porsche Carrera GT და Porsche 918 Spyder-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, McLaren Sabre, კოდური სახელით BC-03, დაფუძნებულია Senna-ზე და აქვს ჰიბრიდული კომპონენტებიც, ისევე როგორც 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავა. სავარაუდოდ, მთლიან სისტემას 1000 ცხენის ძალა ექნება.

მანქანის დიზაინი შეიძლება დიდწილად დაეფუძნოს Senna GTR-სა და McLaren Ultimate Vision Gran Turismo კონცეპტს, ექნება უზარმაზარი ფრთა და დიფუზორი, ისევე როგორც Vision Gran Turismo-ს დამატებითი აქსესუარების შავი, სავარაუდოდ ნახშირბადის ბოჭკოს ვერსია.

ფასზე არაფერია ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, ის სულ მცირე შვიდნიშნა რიცხვი იქნება, როგორც McLarens-ის სხვა ექსკლუზიურ მანქანათა შემთხვევაში. გავრცელებული ინფორმაციით, გამოვა მხოლოდ 15 ეგზემპლარი.