ინტერნეტში ხშირად გვხვდება დუბაიში მიტოვებული სუპერმანქანების ფოტოები და ალბათ ნამდვილად გეჩვენებათ, როგორ შეიძლება ვინმემ ასე უპატრონოდ მიატოვოს ავტომობილი, რომლის ფასიც ექვსნიშნა ციფრებს შეადგენს.
პორტალმა Donut Media-მ სცადა გაერკვია, რატომ ხდება ასე და შეგიძლიათ თუ არა ერთ-ერთი ასეთი მანქანის დაპატრონება. როგორც ჩანს, პირველ კითხვაზე პასუხი მარტივია — “ვალები”.
დუბაი სპარსეთის ყურესთან მდებარე ნავთობით მდიდარი ქვეყნის, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქია, რომელიც მრავალ უცხოელ ბიზნესმენს იზიდავს. უფრო მეტიც, მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ამ ქვეყანაში არ დაბადებულა.
იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მდიდარია, ძალიან პოპულარულია სუპერქარები და სხვა მდიდრული მანქანები. თუმცა, სესხის გამო გაკოტრებულ ადამიანებს დუბაიში დაპატიმრება და გასამართლება ემუქრებათ. სამსახურის ან შემოსავლების დაკარგვის შემდეგ ვალებში ჩაძირული ადამიანები დაპატიმრების შიშით ხშირად ქვეყნიდან გაქცევას ამჯობინებენ.
არსებობს თავის დაღწევის სხვა გზებიც, მაგრამ როგორც ჩანს, გაქცევა უფრო პოპულარულია. შედეგად, მათი მანქანები, ხშირად გასაღებთან ერთადაც კი, გზისპირას არის ჩამწკრივებული. ამის შემდეგ, ეს მანქანები ძირითადად აუქციონზე იყიდება.
ხშირად მათ კომპანიები ყიდულობენ, შეკეთების შემდეგ კი უფრო ძვირად ყიდიან.