Skoda-მ საკუთარ დიზაინერებს წარსულის კატალოგების შესწავლა და მისი კლასიკური მანქანების თანამედროვე ინტერპრეტაციების შექმნა დაავალა. ასე შექმნეს Skoda 1203-ის თანამედროვე ვერსია.

მართალია, ის მსოფლიოში ისე პოპულარული არასოდეს ყოფილა, როგორც Volkswagen-ის მიკროავტობუსი, მაგრამ ჩეხოსლოვაკიელებისთვის, 1203 უაღრესად პრაქტიკული ფურგონი იყო. იყენებდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანად, დამკრძალავ მანქანად, სადისტრიბუციო ფურგონად და ა. შ. ჩეხოსლოვაკიის დაშლამდე, მას ქვეყნის ქუჩებში ყველგან ნახავდით.

სწორედ მისი ასეთი პოპულარულობის გამო აირჩია დიზაინერმა დენიელ ჰაჯეკი ის საკუთარი დიზაინის კონცეფციის შესაქმნელად.

„პაპა-ბებიის ეზოში ამ მანქანის უბორტო ვერსია გვიდგას, მაგრამ სამწუხაროდ, გაფუჭებული. ის ჩემთვის პირველი მანქანა იყო, ვიყენებდით ჩვენს ფერმაში; როდესაც 15 წლის გავხდი, დაქოქვის უფლება მომცეს და მას შემდეგ, მანქანას მინდორში ვატარებდი“, — იხსენებს ჰაჯეკი.

თუმცა, ჰაჯეკს სულაც არ სურს, რომ მისი 1203 ნოსტალგიური მანქანა იყოს.

„მსურს, რომ ის ცალსახად იგივე მანქანა იყოს, მაგრამ ასევე არ მინდა, რომ აშკარად რეტრო იყოს. დავაპროექტე თანამედროვე მანქანა, რომელიც ამ ლეგენდას პატივს მიაგებს. მინდოდა, რომ ის მარადიული ყოფილიყო“, — ამბობს დიზაინერი.

მართლაც, ჰაჯეკი ფიქრობს, რომ ასეთი მანქანა ზუსტად ჩაჯდება Skoda-ს ხაზში. ავტომობილი ეფუძნება VW-ის პლატფორმა MEB-ს და ID.Buzz-ის „თანამოძმე“ გახდება. გამომდინარე იქიდან, რომ Volkswagen-ს რაც შეიძლება მეტი მანქანის ელექტრიფიკაცია ესაჭიროება, ელექტრო 1203 საკმაოდ კარგად ჩაჯდება მის ხაზში.

ჰაჯეკი ამბობს, რომ მისი წარმოდგენით, მანქანა უფრო კემპერი იქნება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის და არა ბიზნესისთვის.

საინტერესოა, რომ ინტერიერში ვერ ნახავთ საინფორმაციო სისტემას. დიზაინერის განცხადებით, მის ნაცვლად მომხმარებელი სმარტფონში გამოიყენებს Skoda-ს აპლიკაციებს.

ასეთი მანქანების წარმოების სურვილს Skoda ჯერჯერობით არ გამოხატავს, მაგრამ ვაღიაროთ, ნამდვილად საინტერესო იქნებოდა.