ცოტა ხნის წინ, Jeep-მა 2022 წლის Grand Cherokee L წარმოადგინა. მაშინ, როდესაც ხალხი მისი დიზაინის შესახებ მოსაზრებებს გამოხატავდა, ერთმა ციფრულმა მხატვარმა სულ სხვა მიმართულებით წასვლა გადაწყვიტა.

იუთუბერი TheSketchMonkey ინტერნეტსამყაროში მანქანების უჩვეული რედიზაინით არის ცნობილი; გამონაკლისი მას არც ამ შემთხვევაში დაუშვია. ახალი SUV-ის რესტაილინგის ნაცვლად, წინა ვიდეოში მიღებული კომენტარის საპასუხოდ, Grand Cherokee L მან სედანად გადააკეთა.

აშკარაა, რომ რედიზაინის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა პროპორციები აღმოჩნდა. როდესაც მანქანა Grand Cherokee L-ის სიმაღლისაა, ზედმეტად მაღალია მისი ძარის პროპორციებიც და საჭირო ხდება თავდაპირველ პროპორციათა შეცვლა.

SUV-ის სედანად გადაკეთების მიზანი იყო რაღაც ისეთის შექმნა, რაც არსებითად ამერიკული იქნებოდა და კარგად ჩაჯდებოდა Jeep ზოგად სურათში. TheSketchMonkey ცდილობდა შეექმნა რაღაც, რაც ახლოს იქნებოდა Chrysler 300-თან; მართლაც, დიზაინი საკმაოდ ტრადიციული და ზომიერი გამოვიდა.

მიუხედავად განსხვავებული წინა ნაწილისა, საბოლოო პროდუქტი მართლაც წააგავს Chrysler 300-ს. თუ გავითვალისწინებთ, რომ Jeep-ი მხოლოდ SUV-ებსა და პიკაპებს უშვებს, ალბათ ამ დიზაინს ხორცშესხმა არასოდეს უწერია.

რას ფიქრობთ, მოგწონთ იუთუბერის მიერ სედანად გადაკეთებული Grand Cherokee L-ი?