მსოფლიო უკვე შემდეგი თაობის Nissan GT-R-ის მოლოდინშია, მაგრამ ამჟამინდელი R35 ჯერ კიდევ საკმაოდ კონკურენტუნარიანია.
იგივე შეიძლება ითქვას მის დიზაინზეც, რომელიც შეიძლება ისეთი ახალი აღარ იყოს, როგორც თავის დროზე, მაგრამ შემდეგში განხორციელებული ცვლილების მას იდენტობას მაინც უნარჩუნებს. ამასობაში, იაპონიაში, GT-R-ის ერთმა მფლობელმა საკუთარი მანქანის დიზაინის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და მარტივად რომ ვთქვათ, არც ისე კარგი შედეგი მიიღო.
ფოტო, რომელსაც ზემოთ ხედავთ, ცოტა ხნის წინ Instagram-ზე გამოჩნდა და ასახავს GT-R-ს ბენზინგასამართ სადგურზე. მანქანა იმდენად უცნაურად არის გადაკეთებული, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ვერც მიხვდეთ, რას ხედავთ.
ამ კონკრეტული GT-R-ის ფოტო 2020 წლის შუა თვეებშიც გავრცელდა და იმ დროისათვის, მას Honda Civic ჰეტჩბეკის უკანა ბამპერი ეყენა. მანქანა მაშინაც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი ახალი დიზაინი გაცილები უარესია, ძირითადად გადაკეთებული უკანა ბამპერის საფარის გამო, რომელიც თითქოს სხვადასხვა მანქანის სხვადასხვაგვარი წინა ცხაურებისგან არის აწყობილი.
შარშანდელი ფოტოების შემდეგ, უკანა ბამპერის გარდა კიდევ სხვა რამეებიც არის შეცვლილი. თუ კარგად დააკვირდებით, სტანდარტულ უკანა ფრთას დაბოლოებებზე ახლა პოკემონის სტილის ფირფიტები აქვს. გარდა ამისა, გაფართოებულია წინა და უკანა თვლების თაღები; უკანა ფანჯარაზე მიმაგრებულია კუთხური ფორმის სავენტილაციო ცხაურა; სახურავზე შენიშნავთ ამოზნექილობებსა და ჰაერმიმღებებს.
მართალია არ ვიცით, როგორ გამოიყურება მანქანა წინიდან, მაგრამ კარგად ჩანს წინა თვლების თაღებზე დამონტაჟებული დამატებითი გვერდითა სარკეები. მანქანის ზოგადი დიზაინიდან გამომდინარე, რაღაც საოცარს ალბათ არც წინა მხარეს უნდა ველოდეთ.