საკუთარ ვებსაიტზე Jeep-ი ახალი ელექტრომობილის, Wrangler EV-ის კონცეპტის სილუეტს აქვეყნებს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თიზერ ფოტოზე ჩანს, რომ კონცეპტი მყისიერად ამოცნობადი იქნება. ვიხილავთ რამდენიმე მოდიფიკაციას, მათ შორის სრულიად დახურული, შვიდ-ჭრილიანი ცხაურის მქონეს. გარდა ამისა, ბატარეები მოდელს სამ სხვადასხვა ადგილას ექნება ჩამონტაჟებული.
Jeep-ი ასევე გვიჩვენებს მზის ენერგიაზე მომუშავე დატენვის სადგურს, რომელიც კომპანიის ელექტრიფიცირებულ მანქანებს მოემსახურება და იუტისა და კალიფორნიის შტატის მასშტაბით რამდენიმე ადგილს განთავსდება.