Audi-მ თავის ელექტრომობილთა მზარდი ოჯახის უახლესი წევრი წარმოადგინა — ოთხკარიანი პრიალა სედანი დაბალი სახურავითა და კუპეს მსგავსი ხაზებით. E-tron GT ნამდვილად არის Audi-ს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი დიზაინი, რაც ბოლო წლებში გვინახავს და ადგილს ავტომწარმოებლის მდიდრულ მოდელთა იერარქიის სათავეში იკავებს, როგორც ფასით, ისე ახალი ტექნოლოგიებით.
Audi იმედოვნებს, რომ e-tron GT-ის წყალობით დააბალანსებს სპორტულ მახასიათებელთა ყოველდღიურ გამოყენებადობას, რადგან კომპანიის მიზანია, რომ ეს მოდელი Tesla Model S-ისა და Porsche Taycan-ის მთავარი კონკურენტი გახდეს. დაფუძნებულია VW Group-ის უახლეს, ყველაზე თანამედროვე J1 Performance პლატფორმაზე, რომელიც Porsche-მ შექმნა; გარდა ამისა, ახალი e-tron GT იყენებს Taycan-ის სხვა მთავარ კომპონენტებსაც.
მანქანა აშშ-ში ორი მოდელის სახით იქნება წარმოდგენილი, რეგულარული და ექსტრემალური მახასიათებლების RS-ით და ნამდვილად იქნება Audi-ს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საწარმოო მოდელი. ყველა მოდელი აღიჭურვება ორძრავიანი სრულად ელექტრო კონფიგურაციით, ორსიჩქარიანი ტრანსმისიითა და დამხმარე მახასიათებლით. გამოყენებულია Audi-ს ახალი 800V ელექტრო არქიტექტურა, რომლის წყალობითაც ის უფრო სწრაფად იმუხტება, 86 კვტ/სთ ბატარეებით კი ერთი დამუხტვით 488 კილომეტრს დაფარავს.
Audi-ს პრეზენტაცია ფოკუსირებული იყო e-tron GT-ის დუალურობაზე, ხაზს უსვამდა მათ განზრახვას, რომ შეექმნათ მაღალი კლასის, სპორტული მართვისა და მომატებული მდგრადობის ნაზავი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკიდრისა და საჭის პარამეტრებზე, რათა დავერწმუნებინეთ, რომ მანქანა უზრუნველყოფილია ორივე მათგანის ადაპტირებადობით.
Grand Turismo-ს დიზაინის გავლენა
როგორც სახელიც მიუთითებს, e-tron GT კონტინენტთშორის მოგზაურად შეიქმნა. პრაქტიკულობა ის საკითხია, რასაც Audi პრეზენტაციაზე გამუდმებით უსვამდა ხაზს. მიუხედავად დაბალი, ფართო სახურავისა, Audi აცხადებს, რომ e-tron GT-ში კომფორტულად თავსდება ოთხი ადამიანი, აქვს ფართო, 405-ლიტრიანი საბარგული და 85-ლიტრიანი წინა საბარგულიც.
ექსტერიერის დიზაინი აერთიანებს ფართო თვლებს, გრძელ თვლების ბაზას და შედარებით ჩადგმულ და ბრტყელ დგომას, რაც ჩაფსკვნილ e-tron GT-ს სპორტულ იერს სძენს.
ინტერიერის სივრცე და მდგრადობა
Audi e-tron GT გთავაზობთ ტყავის გარეშე ინტერიერის არჩევანს, ასევე სავარძლების მორგების საშუალებას; სავარძლები პოლიეთილენის ხელახლა გადამუშავებული ბოთლებისგან არის დამზადებული.
იმისათვის, რათა Audi-ს სპორტულის მსგავსი გამოცდილება შეექმნა, სავარძლები დაბალზეა განლაგებული, ბატარეები იატაკშია ჩამონტაჟებული. ცენტრალური ეკრანი მძღოლისკენ არის მიმართული; „მსუბუქი“ დიზაინის ფილოსოფიის გავლენა იგრძნობა ცენტრალურ კონსოლსა და ხელსაწყოთა პანელზეც, რათა მომხმარებელს სივრცულობის განცდა შეექმნას.
პრიალა სილუეტი
Audi აცხადებს, რომ e-tron GT-ის ექსტერიერის დიზაინზე დიდი გავლენა იქონია დიზაინიერებისა და აეროდინამიკოსების მიერ შექმნილმა სინერგიამ. ამ მიმართულების ხელმძღვანელის, მონი ისლამის განცხადებით, აეროდინამიკასა და აეროაკუსტიკაზე მუშაობა 38 თვით ადრე დაიწყეს.
კომპანიის განცხადებით, e-tron GT-ს მათი მოდელების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შუბლური წინაღობის კოეფიციენტი აქვს, 0,24.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც Audi-მ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, არის აეროაკუსტიკა. კომპანიის განცხადებით, ქარიან გვირაბში მრავალი საათის გატარების შემთხვევაშიც კი, აეროაკუსტიკა A7-ის მაჩვენებელს ინარჩუნებს.
ორი ძრავა – ორი სიჩქარე
საწყისი დონის Audi e-tron GT quattro-ს აქვს 476 ცხენის ძალა და 630 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი. უფრო მაღალი მონაცემები აქვს RS e-tron GT-ს, ჯამში 598 ცხენის ძალა და 830 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი.
e-tron GT Quattro-საც და RS e-tron GT-საც ორ-ორი ძრავა აქვთ — თითო ძრავა თითოეულ ხიდთან. ორივე მოდელში წინა ძრავა 175 კვტ/სთ-ია, უკანა ძრავა კი RS მოდელში უფრო მძლავრია, 335 კვტ/სთ, როცა Quattro-ში ეს მაჩვენებელი 320 კვტ/სთ-ს შეადგენს.
ორივე კონფიგურაციას აქვს ორსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რაც ელვისებურ სისწრაფეს უზრუნველყოფს. იქვეა 2,5-წამიანი over-boost ფუნქციაც. ევროპული სპეციფიკაციის RS e-tron-ი over-boost-ის გამოყენებით 0-100 კმ/სთ-ს 3,3 წამში ავითარებს, სიჩქარის ზღვარი კი 255 კმ/სთ-ია. საბაზისო Quattro 0-96 კმ/სთ-ს 3,9 წამში ავითარებს და მისი სიჩქარის ზღვარი 245 კმ-ია.
დიახ, აქვს ფეიკი ხმებიც
Audi-ს განცხადებით, დიდი დრო დახარჯეს GT-სთვის უნიკალური ხმის შექმნაზე. ბაზრებზე იქნება დამოკიდებული გადანაწილება ორ საკონტროლებელ კომპონენტსა და გამაძლიერებელზე, რომელიც საბარგულის ნაწილშია მოთავსებული. კომპანია აღნიშნავს, რომ შეიმუშავეს ცალკე ექსტერიერის და ცალკე ინტერიერის ხმები, რომლებსაც შიგნით და გარეთ მოთავსებული ორ-ორი დინამიკი გამოყოფს.
საკიდრისა და საჭის საკვანძო ელემენტები
პრეზენტაციაზე Audi-მ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკიდრისა და საჭის სისტემებზე, რომლებიც მისივე შეფასებით, არის სამართავად დინამიკური, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის საიმედო და მოდუნებული მათზე არსებული დაწოლის რაოდენობის მიუხედავად.
თავად საკიდარი ორბერკეტიანია და კომპონენტებში ფართოდ იყენებს ალუმინს. e-tron GT აღჭურვილია ელექტრო-მექანიკური საჭით მართვის სისტემით, რაც უზრუნველყოფს მოულოდნელობათა თავიდან აცილებას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს სპორტულობას და პირდაპირ შეგრძნებას.
RS მოდელში სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი ადაპტური საკიდარი, e-tron GT Quattro-ში კი ეს არჩევითია.
ორივე მოდელში სტანდარტის სახით არის კონტროლირებადი ამორტიზატორები, რომლებიც Audi Drive Select-ის დინამიკური მანევრულობის სისტემასთან ტანდემში მუშაობს.
არჩევითია საჭით ყველა თვლის მართვის სისტემაც, რომელიც წინა თვლებს დაბალ სიჩქარეზე საწინააღმდეგო მიმართულებით აბრუნებს, 50 კმ/სთ სიჩქარეზე მაღლა კი იმავე მიმართულებით.
გარდა ამისა, e-tron GT-ის ბატარეების ახალი არქიტექტურა გულისხმობს მათ მოთავსებას თავად მანქანაზე დაბლა, გრავიტაციის ცენტრში, რაც უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ეს სუპერქარ Audi R8-ს აქვს.
ბატარეა და დამუხტვა
RS-საც და quattro-საც ლითიუმ-იონური ბატარეა აქვთ, 86 კილოვატ-საათიანი ბატარეა 33 უჯრედის მოდულისგან შედგება, რომელთაგან თითოეული 12 უჯრედს მოიცავს.
Porsche Taycan-ის მსგავსად, ახალი 800V ელექტრო არქიტექტურის წყალობით, e-tron GT-ის დამუხტვა შესაძლებელია 270-კილოვატიანი სწრაფი დამტენებით. შედეგად, ბატარეა 5-80%-მდე სულ რაღაც 22,5 წუთში იმუხტება, რაც ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია ბაზარზე ამჟამად არსებულ ნებისმიერ ელექტრომობილს შორის. 100 კილომეტრის დაფარვისთვის საჭირო მუხტს მანქანა სულ რაღაც ხუთ წუთში იღებს.
აშშ-ისთვის განკუთვნილი მოდელები ერთი სრული დამუხტვით 283 კილომეტრამდე მანძილს დაფარავენ.
e-tron GT-ს ორი სამუხტი პორტი აქვს, ორივე მხარეს, ფრთებზე, წინა თვლებს უკან. 11-კილოვატიანი დამტენით, ცარიელი ბატარეა სახლში ერთი ღამის განმავლობაში იმუხტება; ხელმისაწვდომი იქნება სახლის 22-კილოვატიანი დამტენიც.
მოდელის გაყიდვა აშშ-ის ბაზარზე ამ ზაფხულს დაიწყება და წარმოდგენილი იქნება სამი სხვადასხვა კლასი — GT quattro Premium Plus-ის ფასი 99 000 დოლარიდან დაიწყება, GT quattro Prestige-ის ფასი 107,100$-დან, RS GT-ის კი 139,000 დოლარიდან. მანქანის წარმოება გერმანიის ქალაქ ნეკარზულმის ქარხანაში მოხდება. მშობლიურ ბაზარზე quattro-ს ფასი 99,800 ევროდან დაიწყება, RS-ის კი 138,200 ევროდან.
მაშ ასე, რას ფიქრობთ ახალ Audi e-tron GT-ზე? შეგიძლიათ, შთაბეჭდილებები კომენტარებში გაგვიზიაროთ.