Skoda ახალი Fabia-ს პირველ თიზერ ფოტოს აქვეყნებს და სუბკომპაქტური მოდელის პრემიერას გაზაფხულისთვის აანონსებს.

2021 წლის Fabia ამჟამინდელ, 2014 წლიდან გამომავალ მესამე თაობის მოდელს ჩაანაცვლებს.

ახლანდელი Fabia ძველ PQ26 პლატფორმას ეფუძნება, მაგრამ მისი მემკვიდრე MQB A0 არქიტექტურაზე გადაინაცვლებს, რომელსაც ასევე იყენებს VW Polo და T-Cross-ი, Seat Ibiza და Arona, Audi A1 და Skoda Kamiq-ი. ხელმისაწვდომი იქნება VW Group-ის EVO დიაპაზონის დაბალი გამონაბოლქვის ბენზინის ძრავების სხვადასხვა ასორტიმენდით, რომლებიც დაკავშირებული იქნება მექანიკურ ან შვიდსიჩქარიან DSG ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან.

ახალ არქიტექტურაზე გადასვლა მოდელს მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიებისა და მძღოლის დამხმარე სისტემების გამოყენების საშუალებას მისცემს. ასევე გაზრდილია მისი ზოგადი მოცულობა, მათ შორის, უფრო დიდი სივრცეა უკანა მგზავრებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთკარიან ჰეტჩბეკს შეუერთდება Fabia Combi-ც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ვაგონზე Fabia მთლიანი გაყიდვების 34 პროცენტი მოდის, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ხაზში ამ მოდელსაც ვიხილავთ.