სულ უფრო ახლოვდება დრო, როცა Mercedes-AMG ყველაზე მძლავრ 4-კარიან GT კუპეს წარმოგვიდგენს, რომელსაც წარმოუდგენლად ძლიერი, 800 ცხენის ძალიანი დატენვადი ჰიბრიდული აგრეგატი ექნება.

საავტომობილო პორტალ Carscoops-ის ჯაშუში ფოტოგრაფები ამ მანქანაზე მუშაობს დიდი ხანია უთვალთვალებენ და კადრშიც არაერთხელ გამოიჭირეს; როგორც ჩანს, AMG ბოლოსდაბოლოს მიუახლოვდა კამუფლაჟების მოხსნისა და მსოფლიოს წინაშე წარდგომის ეტაპს.

AMG-ს ახალი დატენვადი ჰიბრიდის საკვანძო მონაცემები უკვე ცნობილია; მანქანას ექნება 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა 604 ცხენის ძალით, რომელიც შეწყვილდება 201 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავთან და ბატარეებთან; ჯამში, მანქანის სიმძლავრე 805 ცხენის ძალა იქნება.

მალულად გადაღებულ ფოტოზე სატესტო მანქანას ხედავთ, რომელზეც აშკარად ჩანს უკანა ნაწილში, კონკრეტულად კი გაბარიტული ფარის ქვემოთ განთავსებული დასატენი პორტი. ჯერჯერობით უცნობია GT 73e-ს ბატარეის მოცულობა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემოგვთავაზებს მხოლოდ ელექტრორეჟიმში მართვის ძალიან კარგ მანძილს, დაახლოებით 50 კილომეტრს.

Mercedes-AMG GT 4-კარიანი კუპეს ახალ, ფლაგმანურ ვერსიას რამდენიმე განახლება ექნება; მათ შორის არის დიზაინის ცვლილება, რაც ძირითადად წინა და უკანა ბამპერებზე იქნება ფოკუსირებული. განახლდება საინფორმაციო სისტემა და ფერების არჩევანიც.

მომავალი Mercedes-AMG GT 73e პირდაპირ კონკურენციას გაუწევს ისეთ მოდელებს, როგორებიც არის Porsche-ს დატენვადი ჰიბრიდი (plug-in) Panamera Turbo S E-Hybrid-ი, რომელსაც 690 ცხენის ძალა აქვს. ჰიბრიდული კომპონენტების წყალობით შემცირებული წონის გამო, მოსალოდნელია, რომ ახალი AMG GT 73e ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აჩქარებადი ოთხკარიანი კუპე იქნება ბაზარზე; სავარაუდოდ, 0-100 კმ/სთ-ს 3 წამზე ნაკლებში განავითარებს.