მესამე თაობის BMW X6 ჯერ ორი წლისაც არ არის, მაგრამ კომპანია უკვე მუშაობს მის განახლებაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ მოდელი ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, გარეთ ჯერ ბევრიც არაფერია სანახავი, თუ არ ჩავთვლით ცოტა არ იყოს ჩამუქებულ ფარებს. თუმცა, დიდი ალბათობით ისინი მხოლოდ ადგილის შევსების როლს ასრულებენ და საწარმოო მოდელში სულ სხვა ფარებს ვიხილავთ.
სავარაუდოდ განახლდება ბამპერები და ცხაურაც. ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, მიჰყვება თუ არა ეს ქროსოვერიც BMW-ს მოულოდნელ ცხაურათა ტენდენციას.
რაც შეეხება სალონს, კარგად ჩანს რამდენიმე ცვლილება, მათ შორის მაჩვენებელთა ახალი, ციფრული დაფა და საინფორმაციო სისტემა. დისპლეები მოღუნულია და როგორც ჩანს, მომავალი iX-დან არის გადმოტანილი. თუ მართლა ასეა, მაჩვენებელთა დაფა 12,3-ინჩიანი უნდა იყოს, საინფორმაციო სისტემა კი 14,9-ინჩიანი.
გადამრთველი ბერკეტი ჩანაცვლებულია გადართვისა და პარკირების ღილაკით. შედეგად ვიღებთ გამარტივებულ ვიზუალს, მაგრამ არც ისე ინტუიციურს.
ჯერჯერობით დაუდასტურებელია ძრავის მონაცემები, მაგრამ თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, აშშ-ის ბაზარზე უნდა ჰქონდეს 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავა 335 ცხენის ძალით და 450 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით. შეიძლება ასევე ვიხილოთ მოდელები 4.4-ლიტრიანი V8 ძრავა 523 ცხენის ძალით.
ამ დროისათვის ასევე უცნობია განახლებული X6-ის გამოსვლის თარიღი, მაგრამ დიდი ალბათობით, ის 2023 წლის მოდელი იქნება.