როდესაც 2021 წლის მოდელი განაახლა, IS 350 F Sport-ი გულშემატკივრებს დიდად არ მოეწონათ, რადგან ცოტა უფრო დიდ ძრავას ითხოვდნენ. დიახ, Lexus-მა მათ ამჯერად ყური დაუგდო.

2022 Lexus IS 500 F Sport Performance-მა მოდელის ხაზში V8 ძრავა დააბრუნა. როგორც სახელიც მიუთითებს, მანქანა აღჭურვილია ატმოსფერული 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 472 ცხენის ძალას და 535,5 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფის ერთადერთი არჩევანია რვასიჩქარიანი ავტომატიკა. 0-96 კმ/სთ სიჩქარეს სედანი 4,5 წამში ავითარებს. Lexus-ის შეფასებით, საწვავის მოხმარება ავტომაგისტრალზე 10,2 კმ/ლიტრია.

მოდელი 1765 კილოგრამს იწონის და ამჟამინდელ IS 350 F Sport-ზე მხოლოდ 54,86 კგ-ით მძიმეა.

IS 500 F Sport Performance უფრო მეტია, ვიდრე დიდი ძრავა Lexus-ის პატარა სედანში. მოდელი აღჭურვილია Dynamic Handling Package სისტემით, რომელიც ასევე მოიცავს ადაპტური საკიდრის სისტემას და Torsen-ის თვითბლოკირებადი დიფერენციალს. ამას გარდა, მანქანას ასევე აქვს Yamaha-ს მიერ წარმოებული უკანა მაყუჩი, რომელიც აუმჯობესებს სტრუქტურულ მედეგობას და უზრუნველყოფს დამატებით სტაბილურობას. წინა თვლების მუხრუჭების ზომა 14 ინჩია, უკანასი კი 12,7 ინჩი. IS 350 F Sport-ში ეს მაჩვენებლები 13,1 და 11,7 ინჩი იყო.

გაუმჯობესებულია უსაფრთხოების ტექნოლოგიები და მუშაობის მახასიათებლებიც. საუბარია Lexus Safety System+ 2.5-ზე, რომელიც მოიცავს ისეთ სისტემებს, როგორებიც არის ქვეითების დაფიქსირება, საჭით მართვის სისტემის გადაუდებელ დამხმარე, ადაპტური კრუიზ-კონტროლი, ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი საჭის დამხმარით, ავტომატური შორი განათება და ა. შ.

სედანს უფრო აგრესიული დიზაინი აქვს, რომელიც მოღუნული კაპოტიდან იწყება, რაც დამატებით 2.0-ინჩიან კლირენსს წარმოქმნის. დგარები უფრო ფართოა და დიდ ადგილს უტოვებს Enkei-ს 19-ინჩიან დისკებს. RC F-სა და old IS F-ის მსგავსად, მოდელს აქეთ-იქით ორ-ორი გამოსაბოლქვი მილი აქვს.

ინტერიერში Lexus-მა მცირე განახლებები შეიტანა. სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი საჭის გათბობა და სამი სხვადასხვა პედალი. სალონში მრავლად ნახავთ F Sport Performance-ის ემბლემებს.

2022 წლის Lexus IS 500 F Sport Performance ბაზარზე ამ შემოდგომით გამოჩნდება. ფასების, ვარიანტებისა და ფერების კომპანია გაშვების წინ გვამცნობს.