Land Rover Defender-ს ახალი ფლაგმანი ჰყავს, რომელიც V8 ტურბოძრავით არის აღჭურვილი.

მანქანა სწორედ ისეთია, როგორსაც გულშემატკივრები დიდხანს ელოდნენ. აქვს 5.0-ლიტრიანი V8 ტურბოძრავა, რომელიც 518 ცხენის ძალას და 625 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. შედეგად, ახალი Defender-ი 90 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 5,2 წამში ავითარებს, სიჩქარის ზედა ზღვარი კი 240 კმ/სთ-ია.

ამ საკმაოდ მძლავრ ძრავასთან დაკავშირებულია რვასიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც ენერგიას ოთხივე თვალს აწვდის. Land Rover-მა Defender V8 ასევე აღჭურვა საკიდრის უფრო დიდი განივი მდგრადობის სტაბილიზატორით. სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი ელექტრონულად აქტიური უკანა დიფერენციალი, რომელიც როგორც წესი, სხვა მოდელებში არჩევითია.

2022 წლის Land Rover Defender V8-ის სისტემა Terrain Response მოდელის გამოყენებას უფრო დინამიკურსა და დაბალანსებულს ხდის. ავტომწარმოებლის განცხადებით, ამ მოდელს აქვს უფრო მკვეთრი პასუხი გაზის პედალზე.

ვიზუალური თვალსაზრისით, V8 მოდელი სხვა მოდელებისგან გამოირჩევა ემბლემით, ოთხი გამოსაბოლქვი მილით, 22-ინჩიანი ალუმინის დისკებითა და წინა მუხრუჭების ლურჯი ფერის სუპორტებით.

Defender V8-ის სალონში ნახავთ Ebony Windsor-ის ტყავის სავარძლებს. ოთხმანიანი საჭე ალკანტარას დეტალებისაგან შედგება.

მანქანის ფასი სავარაუდოდ 85 000 დოლარიდან დაიწყება.