Mercedes-Benz-მა A-Class-ის განახლებული მოდელის ტესტირება დაიწყო. ჯაშუშ ფოტოგრაფთა მიერ დაფიქსირებული პროტოტიპი ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და არაფრით გამოირჩევა, მაგრამ აქვს განახლებული ცხაურა, რომელიც შავი კამუფლაჟით არის დაფარული.

მართალია, ბევრი არაფერი ჩანს, მაგრამ აშკარაა, რომ რადიალური წრიული ბადის მახასიათებელი ჩანაცვლებულია ჰორიზონტალური ფირფიტების მქონე უფრო ტრადიციული დიზაინით. ასევე ჩანს გამოკვეთილი სენსორი, რომელსაც საწარმოო მოდელზე კომპანიის ლოგო დაფარავს.

სხვა ცვლილებები თითქმის არ ჩანს, მაგრამ განახლებულ A-Class-ს სავარაუდოდ მცირედი უჩვეულო მახასიათებლები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ველოდოთ მოდიფიცირებულ ბამპერებსა და განახლებულ ფარებს.

გარკვეული განახლებები მოდელმა შეიძლება ინტერიერშიც მიიღოს, მაგრამ დეტალები ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ განახლებულ საინფორმაციო სისტემასა და გადასაკრავებს.

უცნობია ძრავის დეტალებიც, მაგრამ გარკვეული ცნობები ამ მიმართულებითაც ვრცელდება. სავარაუდოდ უნდა ველოდოთ დიზელის ძრავებს 114 ცხენის ძალით და ბენზინის ვარიანტებს ბიუჯეტურ ვერსიებში 108 ცხენის ძალით, სრულ კომპლექტაციებში, მაგალითად, A45 S-ში კი 415 ცხენის ძალით. არ არის გამორიცხული ვიხილოთ A250e დატენვადი ჰიბრიდიც.