Toyota Yaris-ი ევროპის წლის მანქანად დასახელდა. 49 წევრიანმა ჟიურიმ Yaris-ს 266 ქულა და 14 საუკეთესო ხმა მიანიჭა. მეორე ადგილზე გავიდა Fiat 500, რომელმაც 240 ქულა და 9 საუკეთესო ხმა დააგროვა.

შერჩევის ფინალურ ტურში მონაწილეობდნენ Cupra Formentor-ი (239 ქულა), Volkswagen ID.3 (224 ქულა), Skoda Octavia (199 ქულა), Land Rover Defender-ი (164 ქულა) და Citröen C4 (143 ქულა).

Yaris-მა უკან ჩამოიტოვა ოცამდე სხვა მოდელიც, მათ შორის Audi A3, BMW 4-Series და Mercedes S-Class-ი, რომლებიც ხმის მიცემის ფინალშიც ვერ მოხვდნენ.

შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, რომ Yaris-მა გაცილებით ძვირად ღირებული კონკურენტები მოიტოვა უკან, კონკურსის ხელმძღვანელთა განცხადებით, მოდელმა გამარჯვება დაიმსახურა ყოველ ასპექტში: დიზაინი, აღქმული ხარისხი, უსაფრთხოება და კომფორტული აღჭურვილობა, მწარმოებლურობა და მართვის ხარისხი. Yaris-ი ასევე შეაქეს 1.0-ლიტრიანი „ცოცხალი“ ძრავის, ჰიბრიდული ტექნოლოგიისა და GR ვარიანტის არსებობისთვის.

ჟიურის განცხადებით, Yaris-ი „ძალიან კარგი და ყოვლისმომცველია თავის სეგმენტში და გვთავაზობს ტოპ კლასსა და უსაფრთხოების მახასიათებლებს. მოდელს ასევე შეუქეს ეფექტიანობა და წვის მაჩვენებელი.

როგორც ჩანს, ჟიურის გადაწყვეტილებას მომხმარებელიც ეხმარება, რადგან ცოტა ხნის წინ, Toyota-მ Yaris-ი ევროპაში თავის ყველაზე გაყიდვად მოდელად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ Yaris-ის მეორე გამარჯვება — მოდელი ევროპის წლის მანქანა 2020 წელსაც გახდა.