Toyota X Prologue-ის თიზერ ფოტოს აქვეყნებს. მანქანის პრეზენტაციას სავარაუდოდ 17 მარტს ვიხილავთ, ონლაინ-სტრიმის საშუალებით.

X Prologue დიდი ალბათობით ელექტრომობილია და შეიძლება, SUV-ი იყოს, თანაც Subaru-სთან ერთად შექმნილ TNGA პლატფორმაზე დაფუძნებული. ამ არქიტექტურაში შესაძლებელია სხვადასხვა ზომის ბატარეებისა და ძრავის განთავსება და მანქანას შეუძლია ჰქონდეს როგორც წინა, ისე უკანა ან ოთხივე წამყვანი თვალი.

თუ ფოტოზე მართლაც SUV-ს ვხედავთ, შეიძლება ის რაღაცით ჰგავდეს RAV4-ს. თუმცა, Toyota მიხვდა, რომ წინა და უკანა განაკიდები (ავტომანქანის წინა ნაწილი წინა ღერძის თვლების ცენტრამდე) უფრო მოკლე უნდა იყოს, თვლების ბაზა კი გრძელი; შესაბამისად, ინტერიერის სივრცე მაღალი კლასის მანქანის უნდა იყოს.

თიზერ ფოტოზე მანქანის წინა ნაწილი ჩანს. მოდელს სავარაუდოდ აქვს ორშრიანის სტილის კაპოტი, შუაში კი შავ ფონზე მოთავსებული Toyota-ს ლოგო. წინა ბამპერის საფარის გვერდებზე მოჩანს C-ს ფორმის LED ფარები, რომლებსაც კაპოტსა და ბამპერს შორის სინათლის ვიწრო ზოლი გასდევს. ფოტოზე არ ჩანს ცხაურა, რაც კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ ჩვენ წინაშე მართლაც ელექტრომობილია.

თქვენ რას ფიქრობთ?